საყოველთაოდ ცნობილია, რომ ტომ კრუზს არანაირი ურთიერთობა არ აქვს ერთადერთ ქალიშვილთან, რომელიც უკვე 18 წლისაა. კეტი ჰოლმსთან დაშორების შემდეგ, მან სრულიად გაწყვიტა ურთიერთობა შვილთანაც და არც გამოთქვამს მისი ნახვის სურვილს. როგორც ცნობილია, ტომ კრუზმა შვილთან ურთიერთობაზე უარი იმიტომ თქვა, რომ მან და მისმა ყოფილმა მეუღლემ მისი საიენტოლოგიით გატაცება არ გაიზიარეს. განსხვავებული რელიგიური შეხედულებების გამო, სური კრუზი უკვე მრავალი წელია, მამას არ ხვდება და დედასთან იზრდება. სამაგიეროდ, აქვს ურთიერთობა უფროს არაბიოლოგიურ შვილებთან, როლებიც ნიკოლ კიდმანთან ქორწინებისას იშვილა - 31 წლის იზაბელსა და 29 წლის კონორთან.
ახლა კი გაირკვა, რომ 60 წელს გადაცილებული ტომი კვლავ დაფიქრდა მამობაზე და გეგმაც შეიმუშავა. მისი ახლო წრის ცნობით, ეძებს ქალს, რომელიც შვილს გაუჩენს. თანაც, დაინტერესებულია, რომ ქალი ბრიტანელი იყოს, რათა თავისი ფესვები ამ ქვეყანაში გაამყაროს. ტომი აქტიურად დადის ბრიტანეთში და გულმოდგინედ ეძებს "კანდიდატს".