"ფარული ვნების" პერსონაჟებს გვადარებენ... გვიწერენ, მართლა აკეთებთ საქმეს თუ გადაღებისთვისო?" - როგორია"ტიკტოკზე" პოპულარული სვანი ბიჭების რეალური ცხოვრება - მშობლები

"ფარული ვნების" პერსონაჟებს გვადარებენ... გვიწერენ, მართლა აკეთებთ საქმეს თუ გადაღებისთვისო?" - როგორია"ტიკტოკზე" პოპულარული სვანი ბიჭების რეალური ცხოვრება

2024-07-31 10:27:22+04:00

ბოლო დროს სხვადასხვა სოციალურმა პლატფორმამ ფართო საზოგადოებას არაერთი ადამიანი გააცნო. ზოგიერთი ძალიან შეიყვარეს კიდეც, ქუჩაში აჩერებენ, მათთან ფოტოებს იღებენ, თბილად ესალმებიან. მათ შორის არიან სვანი ბიჭები -ლევან მაღრაძე და დავით კვირიკაძე, რომლებიც "ტიკ-ტოკის" საშუალებით გაიცნეს.ისინი სოფელ ლახამულაში რანჩოს აშენებენ და მათი ვიდეოებიც ძირითადად ამ თემას ეძღვნება.

  • ბიჭების ინტერნეტვარსკვლავობა კი ასე დაიწყო - ერთხელ ლევანის მიერ "ტიკ-ტოკზე" სასინჯად ატვირთულმა ვიდეომ დიდი მოწონება დაიმსახურა, რამაც ბიჭებს ამ კუთხით შემდგომი აქტივობისთვის მეტი გასაქანი მისცა. არც ისე დიდ დროში უკვე 17.000-მდე გამომწერი ჰყავთ. ყოველდღიურად ყოველ ახალ ვიდეოს, ბოლო 2 კვირაა, ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა აქვს...

სანამ AMBEBI.GE-სთვის მათთან ჩაწერილ ინტერვიუს წაიკითხავთ, მანამდე თითოეულს შესახებ მოკლე ინფორმაციას მოგაწვდით.

დავითითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია, სამართლის განხრით სწავლობს, მეოთხე კურსზეა. პარალელურად ფიტნესინსტრუქტორია, მოსწავლეებს ავარჯიშებს. ერთ-ერთი პრესტიჟული დარბაზის მთავარი მწვრთნელია. ამ ყველაფრის ფონზე აქტიურადაა დაკავებული სვანეთში რანჩოს მშენებლობის საქმეებით, სადაც მეგობარ ლევანთან ერთად, სხვადასხვა ვიდეოს იღებს.

"წარმოშობით სხვანი ვარ, კოშკიანი სვანი, იქ დავიბადე და გავიზარდე" - გვეუბნება დავითი.

ლევან მაღრაძეპროფესიით მხატვარ-არქიტექტორია, რაღაც პერიოდში მომღერალიც იყო და ბენდშიც უკრავდა. ამ კუთხით უმეტესად საზღვარგარეთ მუშაობდა. ბოლო დროს ფიტნეს-ინსტრუქტორიც იყო.

"მერე საკუთარი გამოფენებისთვის დავიწყე მუშაობა. რამდენიმე გამოფენა მქონდა დუბაიში, ავსტრიაში. ახლა რანჩოს საქმიანობებში ვარ ჩაბმული და პარალელურად ვგეგმავ რამდენიმე გამოფენას საქართველოში და საზღვარგარეთ".

- ბევრს ძმები ჰგონიხართ, იმიჯიც ერთნაირი გაქვთ, როდის გაიცანით და დაუკავშირდით ერთმანეთს?

დავითი:

- რეალურად ძმები არ ვართ, მაგრამ იმდენი ხანია ერთმანეთს ოჯახებით ვიცნობთ და იმდენი ხანია, ერთ საქმეში ვართ, უკვე ძმები ვართ... 2014 წელ სპორტულ დარბაზში გავიცანით ერთმანეთი და მას მერე ვმეგობრობთ.

ლევანი:

- მესტიაში დავიბადე და მულახში გავიზარდე. დედა ნავერიანი მყავს... რაც შეეხება იმიჯს, სვანეთში როცა ვმუშაობთ, რანჩოს თემატიკიდან და სამუშაოებიდან გამომდინარე, სულ ასეთი ტანსაცმლით ვიყავით და ვმოძრაობდით... ვიდეოს გადაღება შარშან გადავწყვიტე, მერე "ტიკ-ტოკზე" ჩემი გვერდიც შევქმენი. შემდეგ კი უკვე ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. ჩვენმა გამომწერებმა კომენტარებში სერიალის გმირებთან დაგვაკავშირეს, რამაც დამატებით კიდევ საინტერესო გახადა ჩვენი ვიდეოები. განაგრძეთ კითხვა