"მაგარი რამე ყოფილა ბავშვი..." - ლუკა ნაჭყებია მამა გახდა. რა დაარქვა ქალიშვილს ცნობილმა შეფმა? - მშობლები

"მაგარი რამე ყოფილა ბავშვი..." - ლუკა ნაჭყებია მამა გახდა. რა დაარქვა ქალიშვილს ცნობილმა შეფმა?

2024-08-01 14:51:15+04:00

ცნობილი შეფმზარეული ლუკა ნაჭყებია რამდენიმე თვის წინ დაქორწინდა ანუკა ჯორბენაძეზე და არც ისე დიდი ხანია გაამხილა, რომ ის და მისი მეუღლე შვილს ელოდებოდნენ. "შვილს ველოდები, ახლა ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს ჩემს გონებაში", - აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში.

დღეს კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქალიშვილის მამა გახდა:

"ანიტა ნაჭყებია...

მაგარი რამე ყოფილა ბავშვი,
100% recommend, 10/10".
image-1722520023.png
შვილს ველოდები, ახლა ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს ჩემს გონებაში - ლუკა ნაჭყებია