დებ დიბაბებს პოპულარობა არ აკლიათ. მათ პლანეტის ყველაზე სწრაფ ოჯახად მიიჩნევენ, რადგან ერთდროულად და სხვადასხვა დროს ხუთივე და მძლეოსნობით იყო დაკავებული და არა მხოლოდ დაკავებული, არამედ მათ აქტივში 4 ოლიმპიური ოქროა, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო, 15 მსოფლიოს ჩემპიონობა და რამდენიმე მსოფლიო რეკორდი.
ანა, მელატ, ტირუნეშ, ეჯეგაიეჰუ და გენზებე დიბაბები ადის აბებადან არიან, ეთიოპიიდან. მძლეოსნობა მათ ქვეყანაში ისედაც ძალიან პოპულარულია, თუმცა დებზე ყველაზე მეტი გავლენა მათმა ბიძაშვილმა დერარტუ ტულუმ მოახდინა, რომელიც პირველი შავკანიანი აფრიკელი ქალი იყო, რომელმაც ოლიმპიური მედალი მოიპოვა 1992 წელს ბარსელონის ოლიმპიურ თამაშებზე.
პირველად დებზე მაშინ გაიგო მსოფლიომ, როცა ერთდროულად სამი გამოდიოდა ასპარეზზე - ტირუნეში, გენზებე და ეჯეგაიეჰუ. 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე მათ დიდი ფურორი მოახდინეს 5000 და 10000 მეტრ დისტანციებზე.
სხვათა შორის, მათ ძმაც ჰყავთ და ისიც ჩემპიონია მძლეოსნობაში.