4 წლის ბავშვი, რომელსაც, სავარაუდოდ, კისტის თოფის ტყვია მოხვდა თავში, კლინიკაში გადაიყვანეს - მშობლები

4 წლის ბავშვი, რომელსაც, სავარაუდოდ, კისტის თოფის ტყვია მოხვდა თავში, კლინიკაში გადაიყვანეს

2024-08-02 16:03:50+04:00

მარნეულში მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც 4 წლის ბავშვს, თავში სავარაუდოდ, კისტის თოფის ტყვია მოხვდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, მარნეულში 4 წლის ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია მოხვდა. კისტის თოფიდან ტყვია, სავარაუდოდ, მის არასრულწლოვან ძმას გაუვარდა. 4 წლის ბავშვი თბილისშია გადმოყვანილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს, მათ პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცემის ნებართვა მშობლებისგან არ აქვთ.

ინტერპრესნიუსი

პნევმატური იარაღიდან შემთხვევით გასროლილი ტყვია 9 წლის ბიჭს მოხვდა - მისი მდგომარეობა მძიმეა
შეიძლება თვალიც ამოითხაროს და სხვა დაზიანებებიც მიიღოს - პნევმატური იარაღით 9 წლის ბიჭი დაიჭრა