„მამას ამბავი რომ მოხდა, ისე ვიყავით, უსასრულობაში რომ მარტო რჩები, ვიღაც რომ ფრთებს მოგაგლიჯავს... " - დები გოგიჩაიშვილები ცრემლებით იხსენებენ მამას - მშობლები

„მამას ამბავი რომ მოხდა, ისე ვიყავით, უსასრულობაში რომ მარტო რჩები, ვიღაც რომ ფრთებს მოგაგლიჯავს... " - დები გოგიჩაიშვილები ცრემლებით იხსენებენ მამას

2024-08-02 16:07:25+04:00
ლელა წურწუმიას გადაცემას სტუმრობდნენ დედა-შვილები - ნათია ბანძელაძე, ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილები. ისაუბრეს მათ დიდ ოჯახზე, დიდ დანაკლისზე გოგიჩას სახით და იმაზე, რომ გოგიჩას გარდაცვალებასთან ერთად მათი ბავშვობაც დასრულდა: „მამას ამბავი რომ მოხდა, ისე ვიყავით, უსასრულობაში რომ მარტო რჩები, ვიღაც რომ ფრთებს მოგაგლიჯავს... ჩვენი ბავშვობა ჯერ არ დასრულებულა... მამას სიკეთე არსად არ მთავრდება, ყველგან არის, სადაც წავალთ... თუმცა ადამიანის ბავშვობა მთავრდება, როცა რომელიმე მშობელი აღარ არის...“
გადაცემაში ნინიმ ისიც აღნიშნა, რომ მის გვერდით წლებია არის ადამიანი, რომელსაც მისი ოჯახის წევრებიც რა ხანია იცნობენ და მასზე დაქორწინებასაც გეგმავს, თუმცა ჯერჯერობით მისი ვინაობის გამხელისთან თავს იკავებს.
შვილიშვილი რომ გაჩნდა და მიხაროდა, მრცხვენოდა, რომ გიორგი არ იყო ამ ყველაფერში... დიაგნოზი იყო პირველი შოკი, ყველაფერი თავზე დამემსხვრა... დავკარგე სიკეთის დიდი ჯავშანი და გამოვიშიგნე - ნათია ბანძელაძის ცხოვრება გოგიჩას შემდეგ
„ზღაპარში ვცხოვრობდით ამ ზღაპრის გმირის დამსახურებით...“ - ნანუკა გოგიჩაიშვილი მამაზე