ქართველი მოკრივე ლაშა გურული ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.მსგავს წარმატებას აქამდე ქართველთაგან მხოლოდ ორმა მოკრივემ მიაღწია: 1992 წელს ბარსელონის ოლიმპიადაზე მესამე ადგილი რამაზ ფალიანმა დაიკავა, ხოლო 2000 წელს სიდნეიში ბრინჯაოს მედალი ვლადიმერ ჭანტურიამ მოიპოვა.
27 წლის სპორტსმენი რუსთავიდან არის. ის გახლავთ მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი 67 კგ წონით კატეგორიაში და ევროპის ჩემპიონი 64 კგ წონით კატეგორიაში. მან რუმინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრებს შორის 5 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო.
ლაშა გურული დაოჯახებულია, მისი რჩეული მარიამ მუმლაძეა.
"ერთად განვლილი ცხოვრების ლაღი და ტკბილი 6 წელი. მზად ვართ ცხოვრების ახალი ეტაპისთვის. მიყვარხარ, ჩემო საოცარო ადამიანო. დღეს 26-ე დაბადების დღეს აღვნიშნავ და ამავდროულად განვლილ წლებს ვუყურებ, მადლობელი ვარ. მადლობა ღმერთს. ვისახავ ახალ მიზნებს მომავალი წლისთვის. დროა, აღვნიშნოთ და განვაახლოთ ცხოვრება ერთდროულად“ - წერდა საყვარელ ქალს სოციალურ ქსელში გურული. განაგრძეთ კითხვა