დღევანდელ თემას “გლიკოზირებული ჰემოგლობინი ” უძღვება თსსუ ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს პედიატრ-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი მარინა გორდელაძე.
სტატიის სპონსორია: კორეული წარმოების ქეარსენსის გლუკომეტრი და ჩხირები
ნახშირწყლოვანი ცვლის შესაფასებლად, გარდა გლუკოზის კონტროლისა, აუცილებელია პერიოდულად ლაბორატორიაში გლიკოზირებული ჰემოგლობინის, ანუ გლიკოჰემოგლობინის (HBA1C) განსაზღვრა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია , რადგან იგი ასახავს გლუკოზის ერთგვარ საშუალო მაჩვენებელს ბოლო 2-3 თვის განმავლობაში.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გლუკოზა ადამიანის ორგანიზმში უკავშირდება სისხლსა და ქსოვილებში არსებულ სხვადასხვა ცილებს (ალბუმინი, კოლაგენი, ჰემოგლობინი და სხვა). ამ პროცესს ეწოდება გლიკოზირება. დადგენილ იქნა, რომ რაც უფრო მაღალია სისხლში გლუკოზა, მით უფრო მაღალი იქნება მისი ცილასთან შეკავშირების პროცენტი. ბუნებრივია, რომ დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტის დროს ცილების გლიკოზირება დარღვეულია ანუ მომატებულია ჯანმრთელ პირებთან შედარებით. აღნიშნული სულაც არ არის უსაფრთხო ჩვენი ორგანიზმისთვის, რადგან ცილებში ჩართული გლუკოზა იწვევს ცილების ფუნქციის დარღვევას, ცილები კი შედიან ნერვულ, სისხლძარღვოვან, თირკმლის და ორგანიზმის სხვა ქსოვილთა შემადგენლობაში. ეს ყველაფერი ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტის სისხლძარღვოვანი გართულებების განვითარებას, რომელზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობა დიაბეტის დროს.
გლუკოზის დაგროვება სხვადასხვა ცილებში მიმდინარეობს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რაც დამოკიდებულია თვით ცილოვანი მოლეკულებისა და უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობასა და განახლების ვადებზე. მაგ: ერითროციტები აგროვებენ გლუკოზას (ანუ აფიქსირებენ სისხლში გლუკოზის აწევას ნორმაზე მაღლა) ჰემოგლობინში ბოლო 3 თვის განმავლობაში ანუ იმ ვადით, რაც შეესაბამება მათი სიცოცხლის ხანგრძლივობას ორგანიზმში. ერითროციტის ეს თვისება მათ აქცევთ გარკვეულ “მეხსიერებად”, რომელშიც შენახულია ინფორმაცია სისხლში გლუკოზის დონის შესახებ ბოლო 3 თვის განმავლობაში.გლუკოზისა და ჰემოგლობინის ასეთ ერთობას ეწოდება გლიკოზირებული ჰემოგლობინი (გლიკოჰემოგლობინი HBA1C ). არსებობს საკმაოდ მჭიდრო კორელაცია გლიკოჰემოგლობინისა და გლიკემიის საშუალო დღიურ მაჩვენებლებს შორის. ამიტომ HBA1C ითვლება შაქრიანი დიაბეტის დროს ნახშირწყლოვანი ცვლის შეფასების “ოქროს სტანდარტად” და საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ 2-3 თვის მანძილზე ჩატარებული ინსულინთერაპიის ეფექტურობა.
სამედიცინო ენაზე მდგომარეობას, რომლის დროსაც დიაბეტიანი პაციენტის სისხლში გლუკოზის მაჩვენებლები მუდმივად ახლოსაა ნორმასთან, ეწოდება დიაბეტის კომპენსაცია, ხოლო როცა გლუკოზის დონე მუდმივად ან პერიოდულად მაღალია - დეკომპენსაცია.
როგორ შევაფასოთ გლიკოჰემოგლობინის მაჩვენებელი დიაბეტის დროს?
7 წლამდე ასაკის ბავშვებში HBA1C < 8% შეიძლება ჩაითვალოს კარგ კომპენსაციად.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მიუხედავად გლიკოჰემოგლობინის კარგი მაჩვენებლისა, მდგომარეობა ვერ ჩაითვლება კომპენსირებულად, თუ დღის განმავლობაში გლუკოზის მერყეობა დიდია. თუ ბავშვს აქვს ჰიპოგლიკემიებისა და ჰიპერგლიკემიის ხშირი მონაცვლეობა, გლიკოჰემოგლობინის დონე გასაშუალების პრინციპით შეიძლება იყოს დამაკმაყოფილებელი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლუკოზის დონის არასტაბილურობა, მკვეთრი მერყეობა დღე-ღამის განმავლობაში ბევრად უფრო აზიანებს სისხლძარღვებს, ვიდრე სტაბილურად ზომიერი ჰიპერგლიკემია. ამიტომ დაავადების კომპენსაციის შეფასებისას გლიკოჰემოგლობინის მაჩვენებლებთან ერთად დიდი ყურადღება უნდა მიექცეს გლუკოზის მერყეობას (ვარიაბელობას).
თუ შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის დასმისას გლიკოჰემოგლობინის დონე >9-10% ,ეს ნიშნავს, რომ გლუკოზა დღის განმავლობაში აჭარბებდა 250 მგ/დლ. არ შეგეშინდეთ! ინსულინთერაპიის ფონზე,3 თვეში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალი იქნება.
გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა აუცილებელია ყოველ 3 თვეში,რის მიხედვითაც ექიმი და პაციენტი მარტივად ადგენენ დიაბეტის კომპენსაციის ხარისხს.
როგორ განვსაზღვროთ გლუკოზა შარდში?
არსებობს ტესტ-ჩხირების სხვადასხვა სახეობის ნაკრებები,რომელთა საშუალებით ხდება შარდში გლუკოზის და აცეტონის განსაზღვრა.
შარდში გლუკოზისა და აცეტონის განმსაზღვრელი ტესტ-ჩხირები.
ჩხირების გამოყენებისას უნდა გაეცნოთ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ისინი, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ფირმის ტესტ-ჩხირები გაქვთ. ჩხირი თავსდება შარდიან ჭურჭელში ან პირდაპირ შარდის ნაკადის ქვეშ. იცდით 1-2 წუთს და ადარებთ ფერად ინდიკატორულ სკალას, რომელიც მოთავსებულია ტესტ-ჩხირების კოლოფზე. გლუკოზურიის განსაზღვრისას ჩხირის ფერი მიგითითებს შარდში გლუკოზის განსაზღვრულ რაოდენობაზე.
შარდში გლუკოზის განსაზღვრა არ არის ნახშირწყლოვანი ცვლის კომპენსაციის შეფასების ზუსტი მეთოდი. აგრეთვე არ იძლევა ინფორმაციას ჰიპოგლიკემიის შესახებ.
როგორ განვსაზღვროთ შარდში აცეტონი?
ეს ძალიან ადვილია. შარდიან ქილაში ვათავსებთ ტესტ-ჩხირს ე.წ. კეტო-ტესტს,
ვიცდით 1 წუთს და ფერშეცვლილ ჩხირს ვადარებთ ინდიკატორულ სკალას. თუ ტესტ- ჩხირმა:
რას ნიშნავს ეს და როგორ უნდა მოვიქცეთ? აცეტონი ანუ კეტოსხეული არის ცხიმის დაშლის პროდუქტი, რაც მიუთითებს, რომ ორგანიზმში მიმდინარეობს ცხიმოვანი მარაგის დაშლა. თუ ამ დროს სისხლსა და შარდში გლუკოზა მაღალია, ეს მოითხოვს ინსულინის (ხანმოკლე მოქმედების) დოზის გაზრდას, რასაც ექიმი გასწავლით.
რა სიხშირით და როდის უნდა განისაზღვროს შარდში აცეტონი?
აცეტონის ხშირად განსაზღვრას აზრი არა აქვს, მაგრამ აუცილებელია შემდეგ
შემთხვევებში:
თუ თუნდაც 1 დღე აფიქსირებთ ჰიპერგლიკემიას და გაჩნდა გულისრევის შეგრძნება, ღებინება, დაუყოვნებლივ მიმართეთ კლინიკას!
აცეტონის განსაზღვრა ასევე შესაძლებელია კომბინირებული გლუკომეტრით (ანუ როცა ერთდროულად შეიძლება შევაფასოთ როგორც გლუკოზის, ასევე აცეტონის დონეც).
R