ვიქტორია ბექჰემი Vogue-ის ავსტრალიური ვერსიის ახალი ნომრის გმირი გახდა. ვარსკვლავმა დენ ჯექსონის ფოტოსესიაში იპოზიორა და რამდენიმე სახე შექმნა, რაშიც სტილისტი ქრისტინ სენტენერა დაეხმარა. ვიქტორია ჟურნალის გვერდებზე ბრენდების Prada, Burberry, Rick Owens და, რა თქმა უნდა, Victoria Beckham-ის კოსტიუმებით, ასევე Tiffany & Co-ს, კარტიეს სამკაულებით გამოჩნდა.
გარდა ამისა, 50 წლის ვიქტორიამ 49 წლის ქმართან დევიდ ბექჰემთან ურთიერთობაზე ისაუბრა, თუ როგორ ახერხებს სამუშაოსა და ოჯახის შეთავსებას, როგორ ამაყობს შვილებით. ინტერვიუერი ავსტრალიური წარმოშობის ვარსკვლავი ნიკოლ კიდმანი იყო.
კიდმანთან საუბარში ვიქტორიამ აღიარა, რომ ჯერ კიდევ შეყვარებულია ქმარზე: ”ალბათ უფრო შეყვარებული ვარ, ვიდრე პირველი შეხვედრისას“, - აღიარა მან. დიზაინერის თქმით, ძალიან უყვარს ქმართან დროის გატარება, რადგან მასთან ერთად ბევრს იცინის და ყოველთვის მხარს უჭერენ ერთმანეთს. „ჩვენი ქორწინების 25 წლის იუბილეს ვზეიმობდით და ჩვენს შვილებს ვუთხარი: „ძალიან მიყვარს მამათქვენი, მხარს ვუჭერ მას და მინდა, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია იყოს. ის ჩემთვის ცდილობს და ბავშვები ამას ხედავენ", - თქვა ვიქტორიამ.
მან აღნიშნა, რომ ძალიან მადლიერია საკუთარი თავის იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც ერთხელ მიიღო, არ შეეწირა კარიერას და ის საქმე გააგრძელა, რაც სიამოვნებას ანიჭებდა - ქალების ნდობის მოპოვება სილამაზის გზით.
ვიქტორიას თქმით, ისწავლა მადლიერი ყოფილიყო იმისთვის, რაც ადრე აღიზიანებდა. მაგალითად, მედიამ მისგან ცივი ლამაზმანის იმიჯი შექმნა, რომელიც არასოდეს იღიმის. თავიდან ეს იმიჯი არ მოსწონდა, რადგან ცხოვრებაში საერთოდ არ არის ასეთი, მაგრამ საბოლოოდ ეს მოდის ინდუსტრიაში წარმატების მიღწევაში დაეხმარა.
ვიქტორიამ თავის ოთხ შვილზეც ისაუბრა. დიზაინერის თქმით, ის და დევიდი ძალიან ამაყობენ თავიანთი შვილებით, რადგან კეთილები, მოკრძალებულები, მხიარულები და შრომისმოყვარეები არიან. ახლა წყვილი გრძნობს, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის, რადგან შვილები გაიზარდნენ და „ოჯახის ბუდე“ დაცარიელდა. 13 წლის ჰარპერსაც კი აქვს საკუთარი სოციალური წრე, რომელზეც მის მშობლებს წვდომა არ აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორიას და დევიდს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ მასთან.