8-დან 12 აგვისტომდე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა - ლომის კარიბჭე გველოდება, რაც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ადამიანებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. აღნიშნულ პერიოდში თითოეულ ჩვენგანს არა მხოლოდ ფინანსური წარმატების, არამედ ცხოვრების ყველა სფეროში დიდი გამართლების შანსი ექნება.
8 აგვისტოს ლომის კარიბჭე გაიხსნება. ეს დღე, ენერგეტიკულად, წელიწადის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ თარიღად ითვლება, როდესაც სამყაროს ადამიანების სურვილების განსაკუთრებით ესმის და ოცნებების ასრულების გაცილებით მეტი შანსი გვაქვს. ძველ ეგვიპტეში 8 აგვისტოს გალაქტიკურ ახალ წელს უწოდებდნენ, რადგანაც ამ დღეს ადამიანებს აქვთ შანსი, თავიანთი ცხოვრების განხლებული ეტაპი დაიწყონ და შეცვალონ ყველაფერი, რაც არ მოსწონთ.
ლომის კარიბჭე ლომის ნიშანში 8-დან 12 აგვისტომდე იქნება. მზე კი ცხოველთა მეფის მფარველობის ქვეშაა. სწორედ ეს თვისება ხდის აგვისტოს ერთ-ერთ ყველაზე დომინანტურ თვედ, როდესაც ადამიანები მომატებულ ენერგიასა და თავდაჯერებულობას გრძნობენ და აქვთ შანსი, თამამი გადაწყვეტილებები მიიღონ, საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინონ და ამბიციურ პროექტებზე იმუშაონ.
2024 წლის 8 აგვისტო "სამი რვიანის" დღეა, რაც აღნიშნულ დღეს კიდევ უფრო მეტ დატვირთვასა და ძლიერ ენერგიას სძენს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ნუმეროლოგიაში მას ე.წ. ანგელოზის ნომერს უწოდებენ. 8 უსასრულობისა და წარმატების ნიშანია. 2024-ის ციფრთა ჯამი 8-ის ტოლია და ეს თარიღი წლის მე-8 თვესაა.
აღნიშნულ დღეს შეგიძლიათ, ცხოვრების ყველა სფეროში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია დაიწყოთ და გააუმჯობესოთ. იქნება ეს მატერიალური, სოციალური, პირადი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები თუ სხვა.
8-დან 12-მდე აგვისტო დიდი ფინანსური ინვესტიციებისა და ოპერაციებისათვის შესანიშნავი თარიღია. იპოთეკას გაცილებით ნაკლებად გააკეთებთ, ბიზნესი კი იმაზე მომგებიანი გახდება, ვიდრე აქამდე ფიქრობდით. ამავდროულად, თუკი რაიმე ახალს დაიწყებთ, წარმატების გაცილებით მეტი შანსი გექნებათ.
ასევე, აღნიშნული დღის ენერგიას აქვს ძალა, ადამიანების პირად ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოს. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა, შეხვდეთ მას, ვისაც უკვე დიდი ხანია, ელოდებით.
თუმცა, ნუ დაელოდებით, რომ ყველაფერი თავისით შეიცვლება. იყავით აქტიური, სცადეთ იმის გაკეთება, რაც სულ გინდოდათ, მაგრამ აქამდე მოტივაცია არ გყოფნიდათ, მიმართეთ თქვენი ენერგია იმ საქმეებისკენ, რომელთა განხორციელებაც გსურდათ. ასეთ შემთხვევაში ლომის კარიბჭე თქვენი სამომავლო წარმატებების საწინდარი გახდება.