ოპტიკური ილუზიები თქვენი მეხსიერების, გონებრივი შესაძლებლობებისა და ინტელექტის შესამოწმებლად შესანიშნავი საშუალებაა. ამავდროულად, ის გართობისა და განტვირთვის კარგი ხერხიცაა. გაერთიანებულ სამეფოში კი ასეთ დავალებები განსაკუთრებით უყვართ.
მეფე კარლის კორონაციამდე საზოგადოებაში ერთი საინტერესო თავსატეხი გავრცელდა. სურათზე ჩანს, რომ ადამიანები დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში არიან შეკრებილნი. თუმცა, მათ შორის სამეფო გვირგვინი და გვირგვინის რამდენიმე ძვირფასი ელემენტი იმალება.
უფრო ზუსტად, სურათზე მონარქის გვირგვინი, ორბი ანუ მონარქის ძალაუფლების სიმბოლო, რომელიც ოქროს ბურთით ან ჯვრითაა გამოსახული და ოქროს კვერთხი უნდა იპოვოთ. ასევე, მოგიწევთ, აღმოაჩინოთ გასაღები, გული და პეპელა.
თუ სურათზე დამალულ ყველა ელემენტს 30 წამში ან ნაკლებ დროში იპოვით, ეს ნიშნავს, რომ შესანიშნავი აზროვნება და მხედველობა გაქვთ.
ხოლო, თუ სხვადასხვა დეტალი ვერ აღმოაჩინეთ, სწორ პასუხს გაგიზიარებთ: