თეონა კონტრიძისქმარი ავად არის. ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს. კონტრიძის ქმარს ხუთი წლის წინ გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს.
ნიკოლაი კლოპოვმა და თეონა კონტრიძემ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში იქორწინეს. მას შემდეგ კონტრიძე-კლოპოვას წყვილი ერთ-ერთ ყველაზე მყარ და ბედნიერ ოჯახად ითვლებიან. ახლახანს თეონამ საყვარელ მამაკაცს ქორწინებიდან 16 წელი მიულოცა და პირველად ისაუბრა დაავადებაზე, რომელსაც წყვილი 5 წელია ებრძვის.
ოჯახური საიდუმლოს შესახებ მომღერალი ღიად წერს. ნიკოლაის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. გასული წლიდან მამაკაცი ეტლს მიეჯაჭვა, მაგრამ არც ის და არც მომღერალი არ დანებებულან. წყვილი იმედოვნებს, რომ ყველა სირთულეს ერთად გადალახავს.
"08.08.08 - თბილისში დავქორწინდით. დღე იყო დრამატული და ძალიან რთული, მაგრამ ვცდილობდით ბედნიერები ვყოფილიყავით. ხუთი წლის წინ ჩემს პრინცს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. ერთი წელია რაც ეტლში მყავს, მაგრამ ჩვენ, ისევე როგორც 16 წლის წინ, ღირსეულად ვუმკლავდებით ჩვენს დრამას და ყოველდღე ვცდილობთ, ღმერთის მადლიერი ვიყოთ ყველაფრისთვის, რაც მან მოგვცა: შესანიშნავი შვილები, ძალიან კარგი მეგობრები, ოჯახი. სამუშაო, რომელიც გვიყვარს, ბევრი სიცილი, მუსიკა და მოგზაურობა. განაგრძეთ კითხვა