ზაფხულის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილიმარიამ გეგუჩაძედაოჯახდა. მარიამმა ივნისში "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე უცნობ ახალგაზრდასთან გადაღებული ფოტოები და ქორწინების ბეჭედი გამოაქვეყნა. ვინ გახდა მარიამის მეუღლე, ამ თემაზე არასოდეს უსაუბრია.
როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, მარიამის რჩეული პოლიტიკოსის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ეკა ხერხეულიძის უფროსი ვაჟი, 26 წლის გიორგი მჭედლიშვილია. წყარო გვეუბნება, რომ წყვილი ერთად ცხოვრობს.
გიორგის სოციალურ ქსელში არ იძებნება. მის ფოტოებს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი დედა პერიოდულად აქვეყნებს და დღესასწაულებს ულოცავს. ეკა ხერხეულიძეს ორი ვაჟი - გიორგი და ნიკოლოზი ჰყავს, რომლებიც 1997-1998 წლებში შეეძინა. მეუღლე დეკლარაციაში არ ფიქსირდება. მასზე ხერხეულიძეს არასოდეს უსაუბრია.