13 წლის მარიამ ნაკანი კრივში U15 (-51კგ) ევროპის ვიცე-ჩემპიონია! მარიამი მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის ჯილდო დაიმსახურა. მარიამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი დედა, ელენე განაია წერს, რომელსაც საზოგადოება "სამზარეულოს ომებიდან" იცნობს:
"ჩემი N1 გოგო, ჩემი შვილი მარიამი, რომელიც 13 წლისაა, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა და წარმატებით ასახელა ჩვენი ქვეყანა, 1 წლის დაობლდა, მაგრამ საოცარმა ბაბუმ ასეთ შედეგებამდე მიიყვანა. მიყვარხარ, დეე, ვამაყობ და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ გზებზე ჩვენთან ერთად მოდის სიკეთით და სიყვარულით.
ყველას სიკეთით დაგბრუნებოდეთ თუნდაც ის ერთი ტკბილი სიტყვა, რასაც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის იმეტებთ".