სოციალურ ქსელში ძალიან ბევრმა გაიხსენა ცნობილი სპორტსმენის რთული გზა და განაკუთრებით მძიმე შემთხვევა მისი ცხოვრებიდან.
როგორც ცნობილია, 2005 წელს 11 წლის გენო პეტრიაშვილი კონფლიქტის ზონიდან გაიტაცეს, კერძოდ კი ფრონის ხეობის სოფელ ნულიდან.
ქართველი სამართალდამცავები ამ გატაცებას ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმსა და რუსეთის მაშინდელ ე.წ. სამშვიდობო ძალებს უკავშირებდნენ. ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება ამ ფაქტს უარყოფდა, თუმცა ბავშვი ცხინვალის ტერიტორიაზე აღმოჩნდა დაკავებული. მისი გათავისუფლება მხოლოდ 3 თვის შემდეგ მოხერხდა. გენო პეტრიაშვილი 2005 წლის 25 ნოემბერს გაათავისუფლეს.
სპორტსმენი 27 წლის ასაკში, 2020 წელს დაქორწინდა. ჰყავთ ერთი ქალშვილი სოფია.