“ძალიან დიდი მადლობა მამაჩემს, რომელმაც ვარჯიში დამაწყებინა; მინდა ეს მედალი ყველა ჩემს გულშემატკივარს, ჩემს ოჯახს მივუძღვნა“ - ლაშა ტალახაძის პირველი ემოციები გამარჯვების შემდეგ - მშობლები

“ძალიან დიდი მადლობა მამაჩემს, რომელმაც ვარჯიში დამაწყებინა; მინდა ეს მედალი ყველა ჩემს გულშემატკივარს, ჩემს ოჯახს მივუძღვნა“ - ლაშა ტალახაძის პირველი ემოციები გამარჯვების შემდეგ

2024-08-11 11:14:35+04:00

მესამედ მოპოვებული ოლიმპიური ოქროს შემდეგ,ლაშა ტალახაძემთავისი ემოციები ჟურნალისტებს გაუზიარა:

“მინდა, ეს მედალი ყველა ჩემს გულშემატკივარს, ფედერაციას და ჩემ ოჯახს მივუძღვნა. ქართველ ხალხს ძალიან დიდი მადლობა“,- განაცხადა სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა.

მან ყველა იმ სპორტსმენს, ვინც პარიზის ოლიმპიადაზე მედალი მოიპოვა, გამარჯვება მიულოცა და საქართველოს სახელით მოასპარეზეებს წარმატებები უსურვა.

“პირველ რიგში, მინდა ჩვენ ჩემპიონებს მივულოცო, ყველა იმ ბიჭს, ვინც მედალი მოიპოვა, ჩვენ გენოს, რომელმაც დღეს ძალიან დიდი მოტივაცია შემმატა მეც პირადად. ხვალ წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენ მოჭიდავეს.

  • ყველაზე დიდი სიმდიდრეა ეს მედალი იმიტომ, რომ გაგვიჭირდა ამ მედლის მოპოვება. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მწვრთნელებს - გიორგი ასანიძეს, ავთანდილ გახოკიძეს და მამაჩემს, რომელმაც ვარჯიში დამაწყებინა. ძალიან დიდი შრომა ჩადეს ჩემ მომზადებაში. მინდა, ეს მედალი ყველა ჩემს გულშემატკივარს, ფედერაციას და ჩემ ოჯახს მივუძღვნა. განაგრძეთ კითხვა