ბიანკა ცენზორიმ უმცროსი და წარუდგინა საზოგადოებას - სანამ ბიანკას მშობლები მისი ქცევების გამო ღელავენ, დები ერთობიან - მშობლები

ბიანკა ცენზორიმ უმცროსი და წარუდგინა საზოგადოებას - სანამ ბიანკას მშობლები მისი ქცევების გამო ღელავენ, დები ერთობიან

2024-08-13 10:04:35+04:00

ბიანკა ცენზორი და კანიე უესტი მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან. ბოლო დროს კი სულ უფრო ხშირად ჩნდება ასპარეზზე ბიანკას და ანჯელინა. გასულ კვირას ბიანკას დები - ალისია და ანჯელინა სოლტ-ლეიკ-სიტიში, კანიეს ახალი ალბომის აღსანიშნავ წვეულებაზე ერთად გამოჩნდნენ.

18076-9923409-biancacencorisisters-updates-1723529833.jpg

ახლა კი დებმა ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა და ინტერნეტსივრცეში საკმაოდ დიდი აჟიოტაჟიც მოჰყვა ფოტოებს.

bianca-censori-sister-angelica-censori-87682558-1723529917.webp

ფიქრობენ, რომ ბიანკამ და ტყუილად არ გამოაჩინა - სავარაუდოდ, ისიც ემზადება აქტიური შოუბიზნესური ცხოვრებისთვის. ამ ეტაპზე ანჯელინა ძირითადად სოციალურ ქსელში აქტიურობს, ინფლუენსერია და სხვადასხვა ბრენდის სამოსს არეკლამებს და კიდევ - ისიც ცნობილი რეპერების საზოგადოებაში ტრიალებს და შესაძლოა, სულაც ახალი შოუბიზნესური წყვილიც გამოჩნდეს მალე.

scale-1200-1723530363.jpg

7bbe38c0-5334-42c7-8d13-92f42c69cb3a-1723530203.jpg

ამასობაში კი ბიანკას და კანიეს გარშემო სკანდალები არ ცხრება. ბიანკა სულ უფრო და უფრო გამაოგნებელი "სამოსით" ჩნდება შეფუთული კანიეს გვერდით და ერთი-ორჯერ ამისთვის გასამართლებითაც კი დაემუქრნენ. მისი მშობლები კი ჟურნალისტებთან საუბრობენ, რომ ღელავენ ბიანკას ქცევების გამო და ფიქრობენ, რომ ის ქმრის დიდი ზეწოლის ქვეშაა.

4dd0fb5e-b883-4ada-8282-c43830dbcadd-1723529916.jpg

ed98bef3-b4f0-4f73-8141-ac89f172dd75-1723529917.jpg