51 წლის სუპერმოდელი ჰაიდი კლუმი 1990-იანებიდან ვარსკვლავია და აქტუალობას არ კარგავს. მოდელი ყველა პომპეზურ ღონისძიებას ესწრება, ყველგან იჩენს თავს განსაკუთრებული ჩაცმულობით და გარეგნობით. ცნობილია თავისუფალი შეხედულებებით ბევრ საკითხზე და ასევე - სელებრითი ქმრებით. ოფიციალურად სამჯერ გათხოვდა და ოთხი შვილი სამი სხვადასხვა მამაკაცისგან ჰყავს. ყველაზე ცნობილი მის მეორე ნახევრებს შორის იყო მუსიკოსი სილი, რომელთანაც ყველაზე დიდი დრო გაატარა.
ახლა კი მის გვერდით ასევე ცნობილი მუსიკოსი, გიტარისტი ტომ კაულიცია.
მოდელს ასევე იცნობენ საზოგადოებაში, როგორც ნუდიზმის აქტიურ მომხრეს და ჰაიდი არა მხოლოდ პლაჟებზე მიესალმება სრულ სიშიშვლეს, არამედ სახლშიც. ამის შესახებ საუბარსაც არ გაურბის და არაერთხელ გახდა კრიტიკოსების თავდასხმის ობიექტი ამის გამო.
ამჯერადაც გადაწყვიტა, ამ თემაზე კვლავ ესაუბრა და ახსნა მიზეზებიც, თუ რატომ აკეთებს ამას.
გერმანელი მოდელი ამტკიცებს, რომ სიშიშვლეში არაფერია სამარცხვინო. ეს თავდაჯერებას ანიჭებს ადამიანს, მას პირადად და მის შვილებსაც. ის ასე ცდილობს, რომ შვილებს კომპლექსები მოუხსნას და უფრო თავდაჯერებული გახადოს.
ჰაიდი ხშირად პოზირებს ნახევრად ან ბოლომდე შიშველი კამერებთან, მზეზეც ასე ირუჯება - წელზემოთ ან სრულიად შიშველი. ამბობს, რომ ეს დამოკიდებულება ბავშვობიდან აქვს, რადგან ასე გაიზარდა. "ძალიან პატარა ასაკიდან მახსოვს, რომ ჩვენს სახლში მიღებული იყო შიშვლად სიარული ან საცურაო კოსტიუმების გარეშე გარუჯვა. ასე გამზარდეს მშობლებმა. ჩემთვის ეს ბუნებრივია. სახლშიც, როცა მარტო ვარ ან მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად, შიშვლად მირჩევნია ყოფნა... ჩემმა შვილებმაც იციან, რომ მე ასე მიყვარს და მიჩვეულები არიან", - აღნიშნა ჰაიდიმ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.
რა თქმა უნდა, მის განცხადებებს კვლავ მოჰყვა კრიტიკა და აჟიოტაჟი, თუმცა თავად ამბობს, რომ სრულიად არ ღელავს უარყოფით გამოხმაურებებზე. ის ასე ცხოვრობს და ძალიან კარგად გრძნობს თავს.
ჰაიდის მსგავსად, სამოდელო საქმიანობა აირჩია მისმა 19 წლის ქალიშვილმა, რომელსაც ამ სფეროში ასევე დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.