დღეს პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 1/3 სოციალურ მედიას აქტიურად იყენებს. მეცნიერთა აზრით, კომუნიკაციის ამ ფორმამ უკვე დატოვა კვალი არა მხოლოდ „ისტორიაში“, არამედ ადამიანების გონებაშიც.
ანალიზმა აჩვენა, რომ სოციალური ქსელები ნამდვილად უწყობს ხელს ინტერნეტ დამოკიდებულებას. მიუხედავად იმისა, რომ დამოკიდებულების ეს ფორმა განსხვავდება ნარკომანიისა და ალკოჰოლური დამოკიდებულებისგან, ტვინი მას სწორედ ასე აღიქვამს. ამ მიზეზით, "ინტერნეტდამოკიდებულება" შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც ფსიქიკური დაავადება, რომელიც მკურნალობას საჭიროებს.
სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ონლაინ რეჟიმში, უფრო მგრძნობიარენი არიან პრობლემების მიმართ და ასევე მრავალი ამოცანის შესრულების უნარს კარგავენ. ასევე, სოციალური ქსელები ჩვენი ნერვული სისტემის ფუნქციონირებას არღვევს და მას მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს. ადამიანს გამუდმებით ეჩვენება, რომ ზარი შემოვიდა ან შეტყობინების ხმა მოესმა. ხმაც რომ არ გაიგოს, გაუჩერებლად ამოწმებს ტელეფონს.
თუმცა, იყო უპირატესობებიც. მაგალითად, სოციალური ქსელების დახმარებით ბევრ ადამიანს შეუძლია ურთიერთობების შენარჩუნება და სხვა ადამიანებთან უფრო ხშირად კომუნიკაცია.