"გილოცავ ჩვენი ქორწინების 23-ე წლისთავს, ჩემო ყავისფერთვალება გოგო, ჩემო სიყვარულო... დრო სიყვარულის ფრთებით დაფრინავს..." - პირს ბროსნანის და მისი ცოლის იდეალური ქორწინება და წყვილის ემოციური სიტყვები - მშობლები

"გილოცავ ჩვენი ქორწინების 23-ე წლისთავს, ჩემო ყავისფერთვალება გოგო, ჩემო სიყვარულო... დრო სიყვარულის ფრთებით დაფრინავს..." - პირს ბროსნანის და მისი ცოლის იდეალური ქორწინება და წყვილის ემოციური სიტყვები

2024-08-17 17:38:18+04:00

ეს წყვილი რა ხანია იპყრობს საზოგადოების ყურადღებას. პირს ბროსნანი და მისი მეუღლე კილი შეი სმიტი იდეალურ წყვილად მიიჩნევიან, რადგან აგერ უკვე 23 წელია ერთად არიან, სიამტკბილობაში და არასდროს ბეზრდებათ არც ერთად ყოფნა, არც საჯაროდ სიყვარულის ახსნა. სულ ახლახან იზეიმა წყვილმა ერთად ყოფნის 23 წლისთავი და ემოციური ტექსტები მიუძღვნეს ერთმანეთს სოციალურ ქსელში.

"გილოცავ ჩვენი ერთად ყოფნის 23-ე წლისთავს, ჩემო ძვირფასო, ჩემო ყავისფერთვალება გოგო, ჩემო ჩრდილოეთო, ჩემო სამხრეთო, ჩემო აღმოსავლეთო და დასავლეთო. ჩემო სიყვარულო, თუ ჩამოგრჩი, დამელოდე", - წერს პირს ბროსნანი.

pirs1-1723903790.jpg

კილიმ კი ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა:

"2001 წლის 4 აგვისტო, ეშფორდის ციხე, მაიოს ოლქი, ირლანდია. შენ ხარ საუკეთესო, უსაყვარლესი, უნაზესი ადამიანი მათ შორის, ვისაც კი ვიცნობ. მორიგ წლისთავს გილოცავ, ჩემო სიყვარულო. გაუმარჯოს ჩვენ შემდგომ 23 წელს ერთად. დაე ეს წლები კვლავ იყოს შემოქმედებითი, თავგადასვლებით, სიყვარულით, შთაგონებით სავსე და ხალისიანი. დრო სიყვარულის ფრთებით დაფრინავს..."

4a293c507eb99b7bfca0cf02bf-1723904071.jpg

snapinsta-1723904071.app_454270891_417813251304522_2952381836838247775_n_1080.jpgsnapinsta-1723904071.app_454033623_1514474362787101_4274633856931395383_n_1080.jpg

პირს ბროსნანი და კილი სინამდვილეში 28-ე წელია ერთად არიან, თუმცა 2001 წელს დაქორწინდნენ. მანამდე 7 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს.

მანამდე პირსს პირველი ოჯახი ჰქონდა კასანდრა ჰარისთან. იმ დროისთვის კასანდრას თავისი ორი შვილი ჰყავდა და პირსთან კიდევ ერთი ეყოლა - შონ ბროსნანი, რომელიც მსახიობია. პირსი კასანდრასთვისაც იდეალური ქმარი იყო, მისი შვილებიც იშვილა და შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ. თუმცაქორწინებიდან 7 წლის შემდეგ კასანდრას საკვერცხის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

1400x0-1723904365.jpg

წყვილი 4 წლის განმავლობაში ერთად ცდილობდა, დაავადებას შებრძოლებოდა. 1991 წლის 28 დეკემბერს ქალი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ამის შემდეგ პირს ბროსნანი ძალიან ცუდად იყო და საყვარელი ქალის დაკარგვას ვერ ეგუებოდა... შემდეგ კი შეხვდა კილის.

კილისთან კი ორი ვაჟი ეყოლა - 21 წლის დილანი და 17 წლის პარისი.

21-10-1723904365.jpg428711947-317816637962828-2584717317792926646-n-1723904071.jpg