ალჟირელ მოკრივეს და ოლიმპიურ ჩემპიონ იმან ხელიფს მსოფლიო იცნობს წლევანდელი ოლიმპიადიდან და მასთან დაკავშირებული სკანდალიდან. 25 წლის იმანი, რომელსაც ტრანსგენდერად მოიხსენიებდნენ და ბულინგის მსხვერპლიც გახდა, სილამაზის სალონ Beauty Code-ის რეკლამაში გადაიღეს. იმანი ამ ფოტოსესიაში სულ სხვა ამპლუაში წარდგა.
სალონის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ იმანი ძალიან დატვირთულია, როგორც სპორტსმენი, ბევრს ვარჯიშობს და არ აქვს დრო სალონებში სასიარულოდ. არც იმას ცდილობს, საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტებს მისდიოს, რომ არსებობის უფლება ჰქონდეს. თუმცა მას შეუძლია იყოს ქალური და ელეგანტური, როცა ეს მოუნდება.
იმანის გარდასახვა არ დარჩენია უყურადღებოდა არა მხოლოდ მის უამრავ გულშემატკივარს თუ მაკრიტიკებელს, არამედ ცნობილ ადამიანებსაც. რეპერმა 50 cent-მა თავის ინსტაგრამზე გააზიარა ხელიფის ფოტო და მიაწერა: "ეს მეიქაფი ძალიან მაგარია. ასე გააგრძელე, გოგონა!"
ცოტა ხნის წინ იმანმა სარჩელი შეიტანა დონალდ ტრამპის, ილონ მასკისა და ჯოან როულინგის წინააღმდეგ, რადგან მათ მას კაცი უწოდეს.