ერაყში მიიღეს კანონი, რომლითაც გოგონები 9 წლის ასაკიდან გათხოვდებიან - ”ჩვენ არ გვა­ინ­ტე­რე­სებს ოპო­ნენ­ტე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი... მათი საქ­მე არ არის, რა ხდება მუსლიმურ ოჯახში" - მშობლები

ერაყში მიიღეს კანონი, რომლითაც გოგონები 9 წლის ასაკიდან გათხოვდებიან - ”ჩვენ არ გვა­ინ­ტე­რე­სებს ოპო­ნენ­ტე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი... მათი საქ­მე არ არის, რა ხდება მუსლიმურ ოჯახში"

2024-08-18 15:57:40+04:00

ერაყის პარლამენტისთვის შეთავაზებულმა კანონპროექტმა გოგონების ქორწინების ასაკის შემცირების თაობაზე, სერიოზული პოლემიკა გამოიწვია მთელ მსოფლიოში. კანონის მიხედვით, ახალგაზრდა მუსლიმი გოგონები ცხრა ასაკიდან დაქორწინდებიან. თანამედროვე ევროპა ამ ფაქტს ველურ და ამორალურ აქტად თვლის. თუმცა, ერაყში რადიკალური მორწმუნეები განსხვავებულად ფიქრობენ

გოგონა ცხრა წლის, ბიჭი 15 წლის

კანონპროექტი ერაყის იუსტიციის სამინისტრომ წარადგინა. ამ დროისთვის ერაყში ქორწინების მინიმალური ასაკი 18 წელია. პროექტი ითვალისწინებს ქორწინების ასაკის შემცირებას. და თუ მას მიიღებენ, მშობლებს შეეძლებათ გოგოები ცხრა წლიდან, ხოლო ბიჭები 15 წლიდან დააქორწინონ.

კანონპროექტი ასევე კრძალავს ქალებისთვის ქმრის ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლას. მისი მიხედვით, განქორწინების შემთხვევაში ორ წელზე უფროსი ასაკის ყველა ბავშვი ავტომატურად დარჩება მამასთან.
”ჩვენ არ გვაინტერესებს ჩვენი ოპონენტების მოსაზრებები, - ამბობენ დოკუმენტის ავტორები, - ისენი არიან ურწმუნოები, ისლამის მოწინააღმდეგეები და მათი საქმე არ არის, თუ რა არის სწორი და რა არასწორი მუსულმანურ ოჯახში. და ზოგადად, ჩვენი კანონპროექტი მხოლოდ აკანონებს იმას, რაც უკვე პრაქტიკაშია ერაყში და სხვა მუსულმანურ ქვეყნებში“.

გასული თვის ბოლოს, ერაყის პარლამენტმა დეპუტატების დიდი რაოდენობის წინააღმდეგობის გამო, შეთავაზებული ცვლილებები ჩააგდო. თუმცა, 4 აგვისტოს სხდომაზე კანონპროექტი კვლავ წარადგინეს, ვინაიდან დოკუმენტს მხარი გავლენიანმა შიიტურმა პარტიებმა დაუჭირეს.

განაგრძეთ კითხვა