ერაყის პარლამენტისთვის შეთავაზებულმა კანონპროექტმა გოგონების ქორწინების ასაკის შემცირების თაობაზე, სერიოზული პოლემიკა გამოიწვია მთელ მსოფლიოში. კანონის მიხედვით, ახალგაზრდა მუსლიმი გოგონები ცხრა ასაკიდან დაქორწინდებიან. თანამედროვე ევროპა ამ ფაქტს ველურ და ამორალურ აქტად თვლის. თუმცა, ერაყში რადიკალური მორწმუნეები განსხვავებულად ფიქრობენ
გოგონა ცხრა წლის, ბიჭი 15 წლის
კანონპროექტი ერაყის იუსტიციის სამინისტრომ წარადგინა. ამ დროისთვის ერაყში ქორწინების მინიმალური ასაკი 18 წელია. პროექტი ითვალისწინებს ქორწინების ასაკის შემცირებას. და თუ მას მიიღებენ, მშობლებს შეეძლებათ გოგოები ცხრა წლიდან, ხოლო ბიჭები 15 წლიდან დააქორწინონ.
გასული თვის ბოლოს, ერაყის პარლამენტმა დეპუტატების დიდი რაოდენობის წინააღმდეგობის გამო, შეთავაზებული ცვლილებები ჩააგდო. თუმცა, 4 აგვისტოს სხდომაზე კანონპროექტი კვლავ წარადგინეს, ვინაიდან დოკუმენტს მხარი გავლენიანმა შიიტურმა პარტიებმა დაუჭირეს.