ყველამ ვიცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ცხოვრებაში სტრესისადმი გამძლეობის უნარს. სირთულეები ცხოვრებაში ბევრია, რომლებსაც ადეკვატურად გამკლავება და ცხოვრების შემართებით გაგრძელება სჭირდება.
ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ გარკვეულ თამაშებს შეუძლიათ დაეხმარონ ბავშვებს ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებაში.
სტრესი მუდმივი თანამგზავრია ყველა ადამიანის ცხოვრებაში, სხეულის რეაქცია კი ამ არასასამოვნო ფაქტორების მიმართ განსხვავებულია.
უშედეგოა ბავშვის ცხოვრებიდან ყველა სტრესის აღმოფხვრის მცდელობა. მეტიც, საპირისპირო ეფექტი ექნება - ბავშვი უბრალოდ ვერ ისწავლის სტრესთან ადაპტაციას.
ამავდროულად, თითოეულ ადამიანს ფსიქიკური შესაძლებლობების გარკვეული ზღვარი გააჩნია - ყველას აქვს სტრესის საკუთარი დონე, რომელსაც შეუძლია ფსიქიკაზე ზიანის მიყენების გარეშე გაუძლოს. ამ ლიმიტის გადაჭარბება ყველასთვის საშიშია, მაგრამ მისი გაზრდა შესაძლებელია ანტისტრესული წვრთნით.
წარმოგიდგენთ 6 თამაშს, რომელიც ბავშვებს სტრესისადმი წინააღმდეგობას გაზრდის.
მოთამაშე, რომელსაც თამაშის დროს ბურთს ესვრიან, ის კი აცილებას ცდილობს. ბავშვი განიცდის დაძაბულობას, მისი ამოცანა დარტყმისგან დამალვაა. ამ დროს კორტიზოლი აქტიურად გამოიყოფა, მაგრამ მოძრაობის, ჩართულობისა და თამაშის მომენტების გამო ის კრიტიკულ ზღვრამდე არ ადის. მეტიც, ბავშვი სწავლობს სტრესის დროს მოძრაობას, თავის დაღწევას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ბავშვებს, განსაკუთრებით 3-4 წლამდე, უჭირთ დამალვა. მათთვის ძნელია ჩუმად ჯდომა ისე, რომ თავი არ გასცენ. ჩუმად ყოფნა და ლოდინი გაურკვევლობის პირობებში, გიპოვიან თუ არა, კარგად წვრთნის ბავშვის ფსიქიკას.
ბავშვები დგანან წრეში და ერთმანეთს შემთხვევითობის პრინციპით ბურთს ესვრიან. ყველამ უნდა დაიჭიროს ნასროლი ბურთი და ერთ წამზე მეტ ხანს ხელში ყოფნის გარეშე გადაუგდოს შემდეგ მოთამაშეს.
მონაწილე დროებით გამოეთიშება თამაშს და წრის ცენტრში დადგება, თუ ბურთი ვერ დაიჭირა ან სხვას არ ესროლა. იგივე ემართება მათ, ვისაც ის ერთ წამზე მეტ ხანს უჭირავს ბურთი ხელში.
სათამაშოდ უნდა მოამზადოთ რამდენიმე სკამი. მათი რაოდენობა ერთით ნაკლები უნდა იყოს მონაწილეთა რაოდენობაზე. სკამები მოთავსებულია წრეში ზურგებით უკან. წამყვანი ჩართავს და გამორთავს მუსიკას. სანამ მუსიკა უკრავს, ბავშვები საათის ისრის მიმართულებით სკამების გარშემო დარბიან. როგორც კი მუსიკა შეჩერდება, ბავშვებმა უნდა მოასწრონ და დაიკავონ სკამები.
ეს არის თამაში, რომელშიც უნდა დაასახელოთ რაც შეიძლება მეტი სიტყვა მოცემულ თემაზე
ეს არის სამაგიდო თამაში. მოთამაშეები რიგრიგობით იღებენ ბლოკებს კოშკის ძირიდან და ათავსებენ მათ თავზე, რაც კოშკს უფრო მაღალს და ნაკლებად სტაბილურს ხდის. თამაში მიმდინარეობს დაძაბულად იმის მოლოდინში, დაინგრევა თუ არა კოშკი. ეს კი კარგი ვარჯიშია ფსიკისთვის.
დაიმახსოვრეთ!
სტრესს აქვს უნარი დაგროვდეს როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში. ამიტომ საჭიროა: