თურმე, ბავშვის დაბადების დრო მის ბედზე გარკვეულ გავლენას ახდენს. ამ საქმის სპეციალისტები გვაწვდიან ინფორმაციას, თუ როგორი ხასიათი ექნება ამა თუ იმ დროს დაბადებულ ბავშვს.
ღამის 24:00 საათიდან 2:00 საათამდე დაბადებული ბავშვები ძალიან ცნობისმოყვარე და რისკიანი ადამიანები იზრდებიან.
2:00-დან 4:00-მდე ვინც იბადება, ის მომავალში თურმე არა მხოლოდ შრომისუნარიანია, არამედ ანგარებიანიც.
4:00-დან 6:00-მდე იბადებიან რევოლუციონერი ადამიანები, ყველაფერში პიონერები, უყვართ ყველაფრის ავანგარდში ყოფნა და სწორხაზოვანნი არიან.
6:00-დან 8:00-მდე იბადებიან მისტიკოსები და მეოცნებენი.
8:00-დან 10:00-მდე – ჰუმანისტები და მომხიბვლელი ბუნების პატრონები.
10:00-დან 12:00-მდე იბადებიან პატივმოყვარენი და კარიერისტები.
12:00-დან 14:00-მდე იბადებიან ავანტიურების და თავგადასავლების მოყვარულნი.
14:00-დან 16:00-მდე – სირთულეებისა და ქაოსის მოყვარულნი.
16:00-დან 18:00-მდე უბადებიან მშვიდობისმოყვარენი და გულკეთილები.
18:00-დან 20:00-მდე ძლიერი სულის ადამიანები იბადებიან.
20:00-დან 22:00-მდე - "ვარსკვლავური" პიროვნებები იბადებიან, რომლებსაც არანაირად არ შეეფერებათ ცხოვრებაში მოკრძალებული როლი.
22:00-დან 24:00-მდე უბადებიან ფილოსოფოსები ჰარმონიული შინაგანი სამყაროთი, თუმცა ხანდახან არაადეკვატური გარეგნული რეაქციებით.