აბიტურიენტები და მათი მშობლები აპელაციის შედეგებს და საბოლო ქულებს რა ხანია ელოდებიან. შეკითხვით, თუ როდის იქნება ქულები, გამოცდების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ, საიდანაც ასე გვიპასუხეს:
- სავარაუდოდ მიმდინარე კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება აპელაციის შედეგები და შემდეგ - გათანაბრებული ქულები, სკალირებული ქულები. აგვისტოს ბოლოს ველოდებით ჩარიცხვებს. გაითვალისწინეთ, რომ პროგრამებში ცვლილებების შეტანის ბოლო დღეა აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18 00 საათამდე.