გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში ცხელ ამინდებს პროგნოზირებს. უწყების ცნობით, 21 - 22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს მიაღწიოს.
„აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია განცხადებაში.