მამა თეიმურაზ ქორიძეს მრევლის წევრები თუ უბრალოდ მისი გულშემატკივრები, რომელთა რიცხვი საკმაოდ დიდია, მწუხარებით წერენ სოციალურ ქსელში მამა თეიმურაზის გარდაცვალების შესახებ. ფაქტს ადასტურებს ასევე წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის ტაძარი.
"ბევრი შეტყობინება შემოდის.
რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა არაფრის თავი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ საზარელი და სამწუხარო ამბავი დაგიდასტუროთ.
სიტყვებს თავს ვერ ვუყრით.
კითხვებზე ვერ გიპასუხებთ, გაგებით მოეკიდეთ", - წერს ტაძრის ფეისბუქგვერდი.