მშობლები ბავშვთა ფსიქოლოგებს ხშირად და ბევრი პრობლემის გამო მიმართავენ. თუმცა ბავშვთა ფსიქიატრის ხსენებაზე შფოთვა იპყრობთ. ჰგონიათ, რომ თუ ბავშვს ფსიქიატრთან ვიზიტი დასჭირდა, მას რაიმე გამოუსწორებელი და მძიმე დაავადება აქვს. სინამდვილეში ასე სულაც არ არის. ფსიქიატრი არაერთი ისეთი დარღვევის გამოსწორებაში დაგეხმარებათ, რაც ბავშვს წარმატებაში, სოციალიზაციაში ან უბრალოდ, ბედნიერების განცდაში უშლის ხელს.
ბავშვის ფსიქიკა უფრო მყიფე და დაუცველია გარე ფაქტორების მიმართ, ვიდრე ზრდასრული ადამიანის. ამიტომ ახალგაზრდა პაციენტებს სჭირდებათ სპეციალისტი, რომელიც მკურნალობის დანიშვნისას ასაკობრივ მახასიათებლებს გაითვალისწინებს. სწორედ ამისთვის არიან ბავშვთა ფსიქიატრები.
ფსიქოლოგები ბავშვების ფსიქოლოგიურ განვითარებაზე მუშაობენ, აფასებენ დამახსოვრების, აზროვნების უნარს და ოჯახში, სკოლაში და სხვა ჯგუფებში ურთიერთობების მახასიათებლებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფსიქოლოგები მკურნალობას არ ნიშნავენ.
ფსიქოთერაპევტები პაციენტების სტრესულ ფაქტორებზე, ემოციურ არასტაბილურობაზე მუშაობენ და ასევე შეუძლიათ ფსიქიკური აშლილობის მკურნალობა: მაგალითად, პანიკის შეტევები, დეპრესია, მანია. რაც მთავარია: ფსიქოთერაპევტებს არ აქვთ მედიკამენტების გამოწერის უფლება.
სხვადასხვა დამოკიდებულებები (მათ შორის აზარტული თამაშები), ბიპოლარული აშლილობა, შიზოფრენია, ფსიქოზები, ნევროზები, შფოთვითი აშლილობა, დეპრესიის სხვადასხვა ფორმები - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ შემთხვევებისა, როდესაც ბავშვს სჭირდება ფსიქიატრი. სწორედ ეს სპეციალისტი სვამს ზუსტ დიაგნოზს და ნიშნავს მკურნალობას.
ბავშვთა ფსიქიატრები ფსიქიკურ პათოლოგიებზე მუშაობენ - ადგენენ მათ სიმპტომებს და მიზეზებს, სვამენ ფსიქიკური დაავადებების დიაგნოზს, მკურნალობას და პრევენციას ბავშვებსა და მოზარდებში. ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გარდა, ბავშვთა ფსიქოთერაპევტი ასევე აძლევს რეკომენდაციას მშობლებსა და მასწავლებლებს ოჯახში და საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხელსაყრელი კლიმატის შექმნაზე, ადგენს ბავშვის სპეციალიზებულ საბავშვო ბაღში ან სკოლაში გაგზავნის აუცილებლობას.
ბავშვები, რომლებიც გენეტიკური ფაქტორების გამო გარკვეული რისკის ქვეშ იმყოფებიან, სასურველია 2 წლის ასაკში ფსიქიტრს აჩვენოთ. ასეთი პროცედურის მთავარი მიზეზი არის გარკვეული დარღვევების საწყის გამოვლინებებზე თვალყურის დევნებაა - როგორიცაა მეტყველების და გონებრივი განვითარების შეფერხება, ემოციური ურთიერთქმედების დეფექტები და აუტისტური სიმპტომები.
ექსპერტები რამდენიმე ძირითად სიმპტომს გამოყოფენ, რომლებიც გვეხმარება იმის გაგებაში, თუ როდის სჭირდება ბავშვს ფსიქიატრი. აქ არის რამდენიმე ნიშანია, რომელიც მშობლებმა არ უნდა უგულებელყონ:
ბავშვი ძირთადად, მარტოა. მოზარდებისთვის ნორმალურია ოჯახისგან განცალკევებით დროის გატარება. თუმცა, თუ ბავშვი პრაქტიკულად არ გამოდის თავისი ოთახიდან, უარს ამბობს მეგობრებთან შეხვედრაზე, რომლებიც ძალიან უყვარდა, დროა, გაარკვიოთ, რა ხდება და ბავშვთა ფსიქოთერაპევტთან წაიყვანოთ.
ბავშვს აღარ აინტერესებს ის, რაც მანამდე სიამოვნებდა. ეს ასევე ერთ-ერთი სიგნალია, როდესაც ფსიქიატრთან დაკავშირება გჭირდებათ. თუ თამაშის მოყვარული ბავშვი მოულოდნელად წყვეტს ვიდეო თამაშებს ან ფეხბურთის გულშემატკივარი მოულოდნელად კარგავს ინტერესს და თავის ოთახში იკეტება, მაშინ აშკარად საჭიროა სპეციალისტის დახმარება.
განწყობის უეცარი ცვლილებები. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების უმეტესობა ასაკობრივი და ჰორმონალური ცვლილებების გამო განწყობის ცვალებადობას განიცდის, მშობლებმა იციან, რა დონის ემოციური რყევა არის დამახასიათებელი მათი შვილისთვის. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი შვილი ჩვეულებრივზე მეტად სევდიანი ან გაღიზიანებულია, ან უფრო მეტად ბრაზდება და ეს ზედიზედ რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდება - მაშინ ეს შეიძლება იყოს ნიშნები იმისა, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს და აღარ შეუძლია მათი დამალვა. ამ შემთხვევაში ბავშვს სჭირდება ფსიქიატრი.
სკოლაში აკადემიაური მოსწრების დაქვეითება. თუ ბავშვმა, რომელიც ადრე კარგად სწავლობდა და მოულოდნელად ცუდი შეფასების მიღება დაიწყო ყველა საგანში, ეს სიფრთხილის მიზეზია. ასევე ფსიქიკური პრობლემების ნიშანია დილით უეცარი გაღვიძება, სკოლის შიში, უარი სკოლაში სიარულზე. ეს საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ბავშვი ფსიქიატრს აჩვენოთ.
კვების ჩვევების შეცვლა. განწყობის ცვლილებების მსგავსად, ეს ასევე შეიძლება იყოს ფსიქიკური პრობლემების აშკარა ნიშანი. ბავშვი, რომელიც ყოველთვის ყველაფერს ჭამდა და მოულოდნელად შეწყვიტა გარკვეული კერძების ან საკვების ჭამა, გადავიდა გამუდმებულ ჭამაზე ან პირიქით, საერთოდ უარი თქვა საკვებზე - კვებითი ქცევის ასეთი რადიკალური ცვლილებები მიუთითებს, რომ ბავშვს სჭირდება ფსიქიატრი სჭირდება.
რეგრესი ქცევაში. აშკარა ნიშანი იმისა, რომ ბავშვს სჭირდება ფსიქიატრი, არის სიტუაცია, როდესაც ის მოულოდნელად უბრუნდება იმ ქცევას, რაც განვითარების წინა ეტაპისთვის იყო დამახასიათებელი. მაგალითად, ხელახლა დაიწყო ცერა თითის წოვა, საწოლში ან ტანსაცმელში შარდვა და ა.შ.. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერმა შეიძლება გაგაბრაზოთ, გახსოვდეთ, რომ ბავშვი ასე განზრახ არ იქცევა - ამ გზით ის მიანიშნებს, რომ თავს ცუდად გრძნობს.
ძილის პრობლემები. შფოთვა, დეპრესია და სხვა ფსიქიკური დაავადებები ხშირად ბავშვებში დარღვეული ძილით გამოიხატება. ბავშვს შეიძლება უჭირდეს დაძინება, ხშირად იღვიძებს შუაღამისას, აწუხებს კოშმარები და უძილობა. ზოგიერთ ბავშვში დეპრესია საპირისპიროდ იჩენს თავს – მათ მუდმივად სძინავთ, ვერ ახერხებენ სიფხიზლის შენარჩუნებას. ორივე ეს მიუთითებს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
ხშირი ჩივილები მუცლის ტკივილისა და თავის ტკივილის შესახებ. ეს სიმპტომები განსაკუთრებით ხშირია შფოთვითი აშლილობის მქონე ბავშვებში და თან ახლავს ძილისა და მადის პრობლემები.
ზოგჯერ ფსიქიკური დაავადებები ბავშვებში სწორედ ფიზიკური დაავადებებისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით ვლინდება.
ძალის დაკარგვა. ფსიქიკური დაავადება სიტყვასიტყვით ართმევს ადამიანს ენერგიას, ასე რომ, თუ თქვენი შვილი საკმაოდ ენერგიული იყო, მაგრამ მოულოდნელად ლეთარგიული ხდება და მთელი დღე წოლას ამჯობინებს, აშკარად რაღაც პრობლემაა.
საკუთარი წონისა და გარეგნობის მიმართ აკვიატებული შფოთვების გაჩენა. ბავშვები, ისევე როგორც მოზრდილები, წუხან, რომ მათი წონა ან გარეგნობა არ შეესაბამება „სილამაზის სტანდარტებს“. როცა ეს წუხილი უკვე სერიოზულ ნერვიულობაში გადაიზრდება, შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობაში კვებითი დარღვევები მოსდევს. არ უნდა უგულებელყოთ ასეთი პრობლემები – ეს ზუსტად ის მომენტია, როცა მოზარდს ფსიქიატრის დახმარება სჭირდება.