ცნობილმა მოდელმა ანა ახვლედიანმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად გამოაქვეყნა მეუღლესთან - ასევე მოდელ გიგი ბერაიასთან ერთად გადაღებული ფოტო, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კარგა ხანს არ ჩანდა გიგი ფოტოებზე და გამომწერები შეკითხვებს უსვამდნენ ანას, ბევრი დაინტერსდა, ხომ არ დაშორდა ცოლ-ქმარი. "ბევრი შეკითხვა მომდის ამ საკითხთან დაკავშირებით. არ დავშორებულვართ, უბრალოდ მას არ უყვარს ფოტოების გადაღება და არც მე ვაძალებ. დედას გეფიცებით, ასეა", - უპასუხა ანამ შეკითხვებს ცოტა ხნის წინ, ახლა კი ახალი ოჯახური ფოტოებიც გამოაქვეყნა, რომლებსაც დიდი მოწონება მოჰყვა.