საშინელი შემთხვევა ინგლისში მოხდა, საუთენდში. ხუთი შვილის დედას, 34 წლის მიშელ ჰემსპტედს თავისივე ძაღლი დაესხა თავს. ბულმასტიფის ჯიშის ძაღლი ქალს ქუჩაში დაესხა თავს, სეირნობის დროს. პოლიციამ ის "ხელის ღია ჭრილობით" აღმოაჩინა და სასწრაფო დახმარების მანქანით მალევე გადაიყვანეს კლინიკაში. ძაღლის ნაკბენით გამოწვეული ჭრილობა ქალს მარცხენა წინამხარზე ჰქონდა და დაზიანებული იყო არტერია, რაც გახდა სიკვდილის მიზეზი, ჰიპოვოლემიურ შოკთან ერთად, რომლის დროსაც დიდი რაოდენობით სისხლი იკარგება და ამას ლეტალური შედეგები მოჰყვება.