დარჩებიან თუ არა ჯეი ლო და ბენი მეგობრულ ურთიერთობაში განქორწინების შემდეგ, ახლა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაასრულებენ ისინი ქონების გაყოფის პროცესს.
2024 წლის 20 აგვისტოს ჯენიფერ ლოპესმა ოფიციალურად მოითხოვა განქორწინება ბენ აფლეკთან. ახლა ყველა იმედი, რომ წყვილი ურთიერთობის გაუმჯობესებას შეძლებს, დაკარგულია.
იმის გათვალისწინებით, რომ მომღერალი ცოტა ხნის წინ ქმარს ახალ სახლში დაბადების დღის მისალოცად ეწვია, ჯერ კიდევ აქვთ კარგ "ტალღაზე" დაშორების შანსი. თუმცა, მეუღლეებს წინ ქონების გაყოფის მტკივნეული პროცესი ელით.
გაირკვა, რომ ჯეილოს და აფლეკს წინასაქორწინო ხელშეკრულება არ დაუდიათ. ეტყობა, ორივეს სჯეროდა, რომ მთელი ცხოვრება ერთად იქნებოდნენ. ახლა მათი ერთობლივად შეძენილი ქონების ბედი სასამართლოში წყდება.
TMZ-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, უძრავი ქონება და მოგება, რომელიც მეუღლეებმა ქორწინების დროს შეიძინეს, მათი ერთობლივი საკუთრებაა. და ბოლო ორი წელი კი ძალიან პროდუქტიული იყო ორივესთვის. მათ მილიონობით დოლარი გამოიმუშავეს.
2023 წელს, Forbes-ის მიხედვით, ჯეი ლოს ქმარი ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების რიგებს შეუერთდა. ბოლო მონაცემებით, ვარსკვლავის შემოსავალი 38 მილიონ დოლარს უახლოვდება.
ლოპესის წარმატება ქორწინების დროსაც გრძელდებოდა. მან ოთხ ფილმში ითამაშა. სამსახიობო კარიერის პარალელურად, ჯენიფერი აქტიურად ატარებდა საკონცერტო ტურნეებსაც, გამოსცემდა ახალ სიმღერებს და სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობდა.
წყვილის კაპიტალი დღეს 400 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ქორწილის შემდეგ წყვილმა დიდი დრო გაატარა მრავალშვილიანი ოჯახისთვის შესაფერისი სახლის ძებნაში. ჯეილო და აფლეკი ოცნებობდნენ, რომ ხშირად შეიკრიბებოდნენ დიდ სახლში მშობლებთან და შვილებთან ერთად. იმის გათვალისწინებით, რომ მომღერალს კარგი ურთიერთობა აქვს ქმრის შვილებთან, ეს სავსებით შესაძლებელი ჩანდა. მაგრამ ყველა ქარს გაჰყვა.
ახლა მათი შეძენილი 3500 კვადრატული მეტრიანი სასახლე ბევერლი ჰილზის ელიტარულ უბანში, იყიდება. ერთ დროს ბენმა და ჯ.ლომ ის 60 მილიონ დოლარად იყიდეს. ამ ქონების გულისთვის ცნობილ ადამიანებს იპოთეკის აღებაც კი მოუხდათ.
გავრცელებული ხმებით, მათი დავა სახლთან დაკავშირებით სულ უფრო მწვავდება. ინსაიდერის თქმით, ზოგჯერ ჩხუბი იქამდე აღწევს, რომ მეუღლეები ხმას აღარ სცემენ ერთმანეთს.
აფლეკმა უკვე თვეზე მეტია ოჯახური ბუდე დატოვა და სასახლიდან მთელი თავისი ნივთები გადაიტანა მაშინ, როცა ჯენიფერი იტალიაში ისვენებდა. მის დაბადების დღეს კი ბენმა ახალი ქონება იყიდა ბრენტვუდში. მეტიც, ის იმდენად იყო სახლის შერჩევით დაკავებული, რომ ჯენიფერს 55 წლის დაბადების დღის მილოცვა დაავიწყდა.
ამ დროისთვის სახლს ჯენოფერიც ეძებს.
თაყვანისმცემლები შოკირებული იყო იმ ინფორმაციით, რომ აფლეკმა და ლოპესმა წინასაქორწინო ხელშეკრულება არ გააფორმეს, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებდა განქორწინების პროცესს. როგორც ჩანს, ეს მეოთხე ქორწინებაა ჯენიფერისთვის და მეორე ბენისთვის. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მათ საკმაო გამოცდილება ჰქპნდათ, რათა ხელი მოეწერათ საჭირო ხელშეკრულებისთვის... მაგრამ, როგორც ჩანს, 17 წლიანი განშორების შემდეგ დაკავშირებამ წყვილი ზედმეტად იყო გადართო ემოციურ ტალღაზე და პრაგმატული გადაწყვეტილებები გამორჩათ.