"სიცოცხლე შეიძლება ყოველ წუთს დამთავრდეს...
მშვიდობით, კობერ".
"ძალიან კარგი ჟურნალისტი გამოგვაკლდა, გიორგი კოვიდის დროს გავიცანი, თითქმის 2 თვე ბოლნისის საკარანტინო ზონაში ცხოვრობდა, მუშაობდა და საზოგადოებას ჩვენს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აცნობდა.
გიორგი იყო ძალიან კოლეგიალური და პოზიტიური ადამიანი, მასთან მუშაობა საოცრად კომფორტული იყო ჩემთვის.
იმდენი ხანი იბრძოდა, რომ მძიმე სენი დაემარცხებინა, იმდენჯერ გადავიკითხე ჩვენი მიმოწერები.
როგორ მენანები გიორგი, ნათელი და სანთელი შენს სულს..."
"ჩვენს პროფესიაში, ძნელია ადამიანად დარჩე და მას, ეს გამოუვიდა!
სხვა, ჯერ არ ვიცი რა უნდა ვთქვა, უბრალოდ, სხვანაირ დასასრულს ველოდი..."
"როგორია ცხოვრება, იბრძვი სიცოცხლისთვის და წამში აღარ ხარ.
მეგონა, ყველაფერი სხვანაირად დასრულდებოდა.