ტაქსისტის მკვლელობისთვის დაკავებული 14 წლის გოგონას ადვოკატი: "სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობს, რის გამოც არ ახსოვს, დანა რამდენჯერ დაარტყა" - მშობლები

ტაქსისტის მკვლელობისთვის დაკავებული 14 წლის გოგონას ადვოკატი: "სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობს, რის გამოც არ ახსოვს, დანა რამდენჯერ დაარტყა"

2024-08-25 10:47:25+04:00

დაბა სურამში მომხდარი მკვლელობა ერთ-ერთია იმ მკვლელობათა შორის, სადაც არასრულწლოვნები ფიგურირებენ. ამჯერად 1950 წელს დაბადებული ზურაბ ლაშხის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2009 წელს დაბადებული გ.ყ. დააკავეს. 14 წლის გოგონას 74 წლის მამაკაცის მკვლელობაში ედება ბრალი. რაც სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თვითმხილველთა თქმით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ბრალდებული საავტომობილო გზაზე სისხლიანი ხელებით დარბოდა და ყვიროდა: მიშველეთ, კაცი მოვკალიო. პოლიციამ დანაშაულის ადგილიდან ნივთმტკიცების სახით დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა ამოიღო. გარდაცვლილი საავტომობილო ტრასიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, გაუქმებული ქარხანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ის დაბა სურამის მკვიდრი იყო და აქვე ტაქსის მძღოლად მუშაობდა. სურამში დედასთან ერთად ისვენებდა ბრალდებული არასრულწლოვანიც, რა დროსაც დანაშულთან კავშირში აღმოჩნდა.

მკვლელობის ვერსიებად ერთი მხრივ, ტაქსის მძღოლის ძარცვა დასახელდა; მეორე მხრივ, პედოფილია, რა დროსაც ბრალდებული მოძალადე მძღოლისაგან იცავდა თავს. აღნიშნულს დაბა სურამის მოსახლეობა კატეგორიული წინააღმდეგობით შეხვდა. მათი თქმით, 74 წლის ლაშხი პედოფილიაში შემჩნეული არასოდეს ყოფილა. რისი დამალვა შეუძლებელი იქნებოდა სურამში, სადაც მას ყველა იცნობდა და არასრულწლოვან შვილებსაც არაერთი ანდობდა, როგორც ტაქსის მძღოლს. ბრალდებულის ადვოკატის, ნინო ლაზაგაშვილის თქმით, ბრალდებული გარადაცვლილის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობს, რის გამოც არ ახსოვს, დანა რამდენჯერ დაარტყა.

განაგრძეთ კითხვა