ვის უფინანსდება უნივერსიტეტში სწავლა და სად უნდა მიიტანოთ შესაბამისი საბუთები - დეტალები - მშობლები

ვის უფინანსდება უნივერსიტეტში სწავლა და სად უნდა მიიტანოთ შესაბამისი საბუთები - დეტალები

2024-08-28 09:15:59+04:00

სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღებას იწყებს - ამის შესახებ სამინისტრომ ოფიციალური განცხადება უკვე გამოაქვეყნა.

სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მიზნით, სოციალური პროგრამის ფარგლებში განაცხადების წარმოდგენა ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს შეეძლებათ.

განცხადებები მიიღება 2024 წლის 6 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონულად, მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციის საფუძველზე, შემდეგ ბმულზე: http://socreg.mes.gov.ge

2024 წელს სოციალური პროგრამის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აგრძელებს 16 კატეგორიის სტუდენტთა დაფინანსებას:

  1. მაღალმთიანი სოფლების სტატუსის მქონე სკოლების კურსდამთავრებულები;
  2. სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან;
  3. ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა შვილები, მკვეთრად/მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;
  4. ობოლი (უდედმამო) სტუდენტები;
  5. მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები;
  6. სოციალურად დაუცველი სტუდენტები (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ქვევით);
  7. სტუდენტები, რომლებიც იმყოფებოდნენ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ;
  8. აზერბაიჯანულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები;
  9. სომხურენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები;
  10. სტუდენტები, რომელთაც მოპოვებული ჰქონდათ რეპატრიანტის სტატუსი;
  11. ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლების კურსდამთავრებულები;
  12. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები;
  13. აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირები;
  14. საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილის, ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები, სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები ან მათ შვილები.
  15. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები.
  16. პირები, რომლებიც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში იყვნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განხორციელებული "ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობა‘‘ პროგრამის, "განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით‘‘ ქვეპროგრამის ბენეფიციარები, როგორც ბოშა მოზარდები‘‘.

დეტალური ინფორმაცია, წარსადგენი დოკუმენტებისა და პროცედურების შესახებ იხილეთ საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://mes.gov.ge/content.php?id=4791&lang=geo

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, მიმართოთ საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 2 200 220

გარდა ამისა, ყოველწლიურად თბილისის მერია სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების სწავლის გადასახადს აფინანსებს. კერძოდ:

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს:

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 150 000ზე და "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან" ამონაწერში ოჯახის საცხოვერბელი ადგილის მისამართად მითითებულა ქალაქი თბილისი.

დაფინანსების მოცულობა ერთ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს არაუმეტეს 1125 ლარს, წლიურად არაუმეტეს 2250 ლარს.

სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტებისათვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის საფასურის გადახდა ხორციელდება წინა სემესტრში მიღებული შეფასებების და აკადემიური ქულების საშუალო არითმეტიკულის შესაბამისად, ერთი სასწავლო სემესტრის განმავლობაში არაუმეტეს 1125 (ათას ას ოცდახუთი) ლარით, ხოლო ერთი სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს 2250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარით, იმ შემთხვევაში, თუ სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს:

  • 90-ზე მეტი - 100 ქულის ჩათვლით - სემესტრული თანხის არაუმეტეს 100%, იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" არის 150 000-ის ტოლი ან ნაკლები.
  • 70-ზე მეტი - 90 ქულის ჩათვლით - სემესტრული თანხის არაუმეტეს 100%, იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" არ აღემატება 70 000-ს, ხოლო სემესტრული თანხის არაუმეტეს 70%, იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" არის 70 000-ზე მეტი და 150 000-ზე ნაკლები ან 150 000-ის ტოლი.
  • ტოლია ან ნაკლებია 70 ქულაზე - სემესტრული თანხის არაუმეტეს 50% იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" ტოლია ან ნაკლებია 150 000 -ის.

პირველი სემესტრის სტუდენტები იღებენ სემესტრული თანხის არაუმეტეს 50%-იან დაფინანსებას.

სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს და თან უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
  • ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ, წლიური გადასახადის მითითებით;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი წინა სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ.
  • იძულებითი გადადგილებული პირის შემთხვევაში - ცნობა გაცემული შესაბამისი ადმინსიტრაციული ორგანოდან (დევნილის მოწმობა);
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.

მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ფინანსდება:

საქართველოს მოქალაქე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების წარდგენის მომენტისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში რეგისტრირებული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახის წევრი;

დაფინანსება მოიცავს ერთ სემესტრს და ყოველ სემესტრში ცხადდება დაფინანსების მისაღებად განცხადებების მიღება.

დაფინანსების მოცულობა ერთ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს არაუმერტეს 1125 ლარს, წლიურად არაუმეტეს 2250 ლარს.

იმ შემთხვევაში, თუ მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტს სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს:

  • 90-ზე მეტი - 100 ქულის ჩათვლით, სემესტრის განმავლობაში დაფინანსდება მიმდინარე სემესტრში გადასახდელი თანხის არაუმეტეს 100%-ით.
  • 70 ქულაზე მეტი - 90 ქულის ჩათვლით, სემესტრის განმავლობაში დაფინანსდება მიმდინარე სემესტრში გადასახდელი თანხის არაუმეტეს 70%-ით.
  • ტოლია ან ნაკლებია 70 ქულის - სემესტრის განმავლობაში დაფინანსდება მიმდინარე სემესტრში გადასახდელი თანხის არაუმეტეს 50%-ით.

მრავალშვილიანი ოჯახის წევრმა სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს და თან უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
  • ცნობა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ (აღნიშნული ცნობით უნდა დასტურდებოდეს, რომ სტუდენტი არის მრავალშვილიანი ოჯახის წევრი).
  • ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სტუდენტის სტატუსის და წლიური გადასახადის შესახებ;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი წინა სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ.
  • იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის შემთხვევაში - დოკუმენტი, დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან.
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშფაქტურა.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტი - საქართველოს მოქალაქე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 6 (ექვსი) რეგისტრირებული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე. მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე, ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს ზომიერად, მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი.

სასწავლო წლის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტისთვის გამოყოფილი თანხა გაიცემა სემესტრულად, სასწავლო წლის განმავლობაში, არაუმეტეს ორჯერ.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის საფასურის გადახდა ხორციელდება წინა სემესტრში მიღებული შეფასებების და აკადემიური ქულების საშუალო არითმეტიკულის შესაბამისად, ერთი სასწავლო სემესტრის განმავლობაში არაუმეტეს 1125 (ათას ას ოცდახუთი) ლარით, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს 2250 (ორიათას ორას ორმოცდაათი) ლარით. იმ შემთხვევაში თუ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტს სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს:

  • 90-ზე მეტი - 100 ქულის ჩათვლით, ერთი სემესტრის განმავლობაში დაფინანსდება სემესტრში გადასახდელი თანხის არაუმეტეს 100%-ით;
  • 70 ქულაზე მეტი - 90 ქულის ჩათვლით, სემესტრის განმავლობაში დაფინანსდება მიმდინარე სემესტრში გადასახდელი თანხის არაუმეტეს 70%-ით ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტი, ხოლო თუ მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტია სემესტრში გადასახდელი თანხის არაუმეტეს 100 %-ით.

ტოლია ან ნაკლებია 70 ქულის - სემესტრის განმავლობაში დაფინანსდება მიმდინარე სემესტრში გადასახდელი თანხის არაუმეტეს 50%-ით ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტი, ხოლო თუ მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტია სემესტრში გადასახდელი თანხის არაუმეტეს 70 %-ით.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტმა, განცხადებით უნდა მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს და თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი.
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ქონის დამადასტურებელი ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოდან.
  • ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ, წლიური გადასახადის მითითებით.
  • ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სტუდენტის სტატუსის და წლიური გადასახადის შესახებ.
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი წინა სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ.
  • იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის შემთხვევაში - დოკუმენტი, დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან.
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშფაქტურა.

დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით ბმულზე.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიაში საბუთების მიღება დღეიდან, 4 სექტემბრიდან დაიწყო და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. საბუთები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში უნდა წარადგინოთ. მისამართ: შარტავას ქ. N7.

სტუდენტებს განცხადებებისშეტანა ასევე თბილისისრაიონული გამგეობებისსერვის ცენტრებშიან ელექტრონულ პლატფორმაზე: ms.gov.ge შეუძლიათ(ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელი სპეციალური მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში).

რაც შეეხება პირველი კურსის პირველი სემესტრის სტუდენტებს, რომლებსაც უნივერსიტეტში, სხვადასხვა საგანში ჯერ არ აქვთ შეფასებები მიღებული, თუკი ისინი ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს აკმაყოფილებენ, თბილისის მერია სწავლის გადასახადს მაქსიმუმ 50%-ით დაუფინანსებს. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, დარეკოთ ნომერზე: 032 2 378455. დეტალებს კი ვრცლად გაეცნობით ბმულზე.

თამარ იაკობაშვილი