"დაშორებულები იყვნენ ცოტა ხანს და ქალმა თქვა, მაინც არ მომასვენებსო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები გურჯაანში მომხდარ სამმაგ მკვლელობაზე - მშობლები

"დაშორებულები იყვნენ ცოტა ხანს და ქალმა თქვა, მაინც არ მომასვენებსო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები გურჯაანში მომხდარ სამმაგ მკვლელობაზე

2024-08-28 19:50:08+04:00

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარ სამმაგი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივების თქმით, სავარაუდო დამნაშავეა ზვიად ზურაბაშვილი, რომელმაც მეუღლე და ორი მეგობარი სასიკვდილოდ გაიმეტა. მოკლულები არიან ფიქრია უღულაშვილი, მალხაზ მამისაშვილი, როინ კობიაშვილი.

  • ერთ-ერთი ადგილობრივის ცნობით, წარსულში, ზვიად ზურაბაშვილი ოჯახური ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული, საპატიმრო კი რამდენიმე თვის წინ დატოვა.

"ცოლი დაიბარა, სახლი დასალაგებელი გვაქვსო, ის მუშა კიდევ, ხელოსანი ბიჭი, აბანოს უკეთებდა. არ ვიცი, რა მოხდა. დაშორებულები იყვნენ ცოტა ხანს და მერე ქალმა თქვა, რომ მაინც არ მომასვენებსო და შეურიგდა. ციხიდან ახლა გამოვიდა, ერთი-ორი თვე იქნება," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. განაგრძეთ კითხვა