გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარ სამმაგი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივების თქმით, სავარაუდო დამნაშავეა ზვიად ზურაბაშვილი, რომელმაც მეუღლე და ორი მეგობარი სასიკვდილოდ გაიმეტა. მოკლულები არიან ფიქრია უღულაშვილი, მალხაზ მამისაშვილი, როინ კობიაშვილი.
"ცოლი დაიბარა, სახლი დასალაგებელი გვაქვსო, ის მუშა კიდევ, ხელოსანი ბიჭი, აბანოს უკეთებდა. არ ვიცი, რა მოხდა. დაშორებულები იყვნენ ცოტა ხანს და მერე ქალმა თქვა, რომ მაინც არ მომასვენებსო და შეურიგდა. ციხიდან ახლა გამოვიდა, ერთი-ორი თვე იქნება," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. განაგრძეთ კითხვა