ცნობილმა მოცეკვავემ თეა დარჩიამ უფროს ქალიშვილს, ასევე მოცეკვავეს, "სუხიშვილების" სოლისტ მარიამ მათიაშვილს დაბადების დღე მიულოცა. მარიამი შარშან დაქორწინდა დათო თოფურიაზე და ახლა წყვილი პატარას ელოდება.
"ჩემო პირველო სიხარულო და ბედნიერებავ, ჩემო ანგელოზო, 20 წლის ვიყავი, რომ გამიჩნდი, ომის გამო ყველა სამშობიარო დაკეტილი იყო ერთის გარდა და მეთერთმეტე ვიწექი პალატაში, რომ მოგიყვანეს ტოლმასავით გახვეული დიდი ლოყები და უზარმაზარი თვალები გიჩანდა მხოლოდ,ჩაგიწვინე მუხლებში და საათობით გიყურებდი, სიხარულის და ბედნიერების ცრემლები მცვიოდა და ვფიქრობდი,ნეტა რა აზრი ჰქონდა ცხოვრებას შენამდე.
33 წელია მიყვარხარ და სულ მეყვარები, სანამ პირში სული მიდგას და მერეც მეყვარები უსასრულოდ. ბედნიერებას გისურვებ და ულევ სიყვარულს,ჩემი სიამაყე, სიმშვიდე და იმედი ხარ შენ…
გილოცავ დაბადების დღეს და მომავალი პატარა ანგელოზი გოგოს დედობას... მაშინ კი ბოლომდე მიხვდები, რა ძლიერად მიყვარხარ", - წერს თეა.