"ძმა ემუდარებოდა, მიატოვე მოძალადე ქმარიო... არ დაუჯერა. მეუბნებოდა, ბავშვებს მამა ძალიან უყვართ და არ მინდა, უმამოდ იყვნენო" - რას ჰყვება ქმრის მიერ მოკლული ქალის მეგობარი? - მშობლები

"ძმა ემუდარებოდა, მიატოვე მოძალადე ქმარიო... არ დაუჯერა. მეუბნებოდა, ბავშვებს მამა ძალიან უყვართ და არ მინდა, უმამოდ იყვნენო" - რას ჰყვება ქმრის მიერ მოკლული ქალის მეგობარი?

2024-08-29 20:19:22+04:00

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარ შემზარავ, სამმაგ მკვლელობაში ბრალდებული ზვიად ზურაბაშვილი სამართალდამცავებმა ერთდღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ:

"ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ზ.ზ. სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი პირი: მეუღლე - 1986 წელს დაბადებული ფ.ტ., თანასოფლელები: 1980 წელს დაბადებული მ.მ. და 1985 წელს დაბადებული რ.კ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ზ.ზ. ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს".

ცეცხლსასლროლი იარაღიდან გასროლით მოკლულები არიან ზვიადის მეუღლეფიქრია თულუღაშვილიდა ბრალდებულის ბავშვობის მეგობრები და მეზობლებიმალხაზ მამისაშვილი და როინ კობიაშვილი. სამი ადამიანის მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობა სახელდება. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეჭვიანობის საფუძველი არ ჰქონდა ბრალდებულს, თუმცა პათოლოგიური სიმთვრალის გამო ცოლთან კონფლიქტები ადრეც ხშირად ჰქონდა. როგორც ირკვევა, ერთხელ სასწაულად გადაურჩა სიკვდილს ფიქრია. ცოლის დაჭრისთვის ციხეშიც იყო გამოკეტილი ზვიად ზურაბაშვილი, თვენახევრის წინ გამოვიდა ციხიდან და ახალი, უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა. აი, რა გვიამბო ფიქრიას მეგობარმა:

- ძალიან განვიცდი ამ საშინელ ტრაგედიას. ცოლ- ქმარს ვიცნობდი. ფიქრიასთან ვმეგობრობდი და ვიცი, რომ ძალიან განიცდიდა ქმრის ასეთ პათოლოგიურ ქცევებს. 9 წლის ცოლ-ქმარი არიან, ჰყავთ ორი შვილი, ორივეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამიტომ შვილებზე საოცრად მზრუნველი გოგო იყო. ხშირად დაჰყავდათ ბავშვები ექიმთან და სახლშიც მასაჟისტი სულ დადიოდა. მეც ხშირად მივდიოდი მასთან სტუმრად, დასასვენებლადაც ერთად ბევრჯერ ვყოფილვართ. განაგრძეთ კითხვა