თელავის რაიონულმა სასამართლომ გურჯაანის რეგიონში, ცოლის და ორი მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლეთამარ კაპანაძემსახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გურჯაანის მუნიციპალიტეტისსოფელ ახაშენში მომხდარი სამმაგი მკვლელობისთვის დაკავებულ 39 წლის კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურორიდავით გველესიანისხდომაზე განმარტავდა, რომ დაკავებულის მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაული ჩადენის, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, რასაც ბრალდებულის ადვოკატი არ დაეთანხმა.
გია ფარადაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავად ჩაბარდა სამართალდამცველებს. რაც შეეხება დაცვის მხარეს, მათ სხდომაზე ალტერნატიული შუამდგომლობა არ დააყენეს. განაგრძეთ კითხვა