2024-2025 სასწავლო წელი ბაღებში 16 სექტემბერს დაიწყება. ქვემოთ ჩამოთვლილია ოფიციალურად უქმე დღეები, რა დროსაც ბაღის აღსაზრდელები დაისვენებენ:
ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
ოფიციალურად,სააღდგომო დღეებშიდასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. 2025 წელს აღდგომა 20 აპრილსაა. შესაბამისად, ბაღები 18 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.
ბაღებში ოფიციალურად სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ივნისის ბოლოს სრულდება.
თამარ იაკობაშვილი