მხედველობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია სამყაროს აღსაქმელად, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ახალი ცოდნისა და უნარების ათვისება უწევთ. თანამედროვე გარემოში, სადაც ბავშვები დიდ დროს ატარებენ კომპიუტერის ეკრანებთან და სმარტფონებთან, მხედველობაზე ზრუნვა განსაკუთრებით აქტუალურია. ოფთალმოლოგთან რეგულარული ვიზიტი გადამწყვეტ როლს თამაშობს თვალის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, რადგან მხედველობის ხილული თუ ფარული პრობლემების დროულმა გამოვლენამ და გამოსწორებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ბავშვის სწავლის ხარისხი.
საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, მოზარდებმა რეგულარულად უნდა ჩაიტარონ თვალის გამოკვლევა ოფთალმოლოგთან მაშინაც კი, თუ მხედველობის რაიმე ხილული პრობლემა შესამჩნევი არ არის. ყველასათვის ცნობილია, რომ თვალის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია სწავლის ხარისხთან. მხედველობის პრობლემების მქონე ბავშვებს შეიძლება უჭირდეთ კითხვა, წერა და კონცენტრირება კლასში. ბუნდოვანმა მხედველობამ შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, თავის ტკივილი და გაღიზიანება, რაც უარყოფითად მოქმედებს სწავლაზე.
მხედველობის ზოგიერთი პრობლემა შეიძლება შეუმჩნეველი იყოს როგორც მშობლებისთვის, ასევე ბავშვისთვის. მაგალითად, ასტიგმატიზმის ან შორსმხედველობის მქონე ბავშვებმა შეიძლება ვერ გააცნობიერონ, რომ სამყაროს თანატოლებისგან განსხვავებულად ხედავენ, რადგან ადრეული ასაკიდანვე არიან მიჩვეულები ამ ხედვას. მხოლოდ პროფესიონალ ოფთალმოლოგს შეუძლია განსაზღვროს ამ და სხვა დარღვევების არსებობა და შესთავაზოს ეფექტური გადაწყვეტილებები.
მხედველობის შემოწმების სერვისსა და ოფთალმოლოგის კონსულტაციას მომხმარებლებს ხშირად სთავაზობენ თავად ოპტიკის მაღაზიებიც. მაგალითად, თბილისში, ასეთი მომსახურება ხელმისაწვდომია Afflelou Paris-ის ოპტიკურ სალონში, რომელიც სითი-მოლშია წარმოდგენილი. შეგახსენებთ, რომ „აფლელუ პარიზი“ ქართულ ბაზარზე სამი წელია არსებობს და მრავალი ფილიალითა და სტენდით მთელი საქართველოს მასშტაბითაა წარმოდგენილი. კომპანიის შოურუმებში ნახავთ სათვალეებს და აქსესუარებს ისეთი ცნობილი მსოფლიო ბრენდებისგან, როგორებიცაა: Tom Ford, Bottega Veneta, Prada, Celine, Vivienne Westwood, LOEWE, Ray-Ban და მრავალი სხვა. გარდა ამისა, Afflelou Paris ცნობილია არა მხოლოდ მაღალი ხარისხის ჩარჩოებითა და აქსესუარებით, არამედ ოფთალმოლოგიური სერვისების ფართო სპექტრით. კომპანიის სალონებში შეგიძლიათ მიიღოთ პროფესიული რჩევები ოფთალმოლოგისგან, რომელიც ჩაატარებს მხედველობის სრულ გამოკვლევას, ასევე ისარგებლოთ ტექნიკოსის მომსახურებით სათვალეების შესარჩევად და ადგილზე დასამზადებლად.
ანა პერანიძე
ოფთალმოლოგთან კონსულტაციისთვის არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა, ოფთალმოლოგთან ვიზიტი აუცილებელია, თუ ახალშობილი დაიბადება დღენაკლი, აქვს გენეტიკური, მემკვიდრეობითი და თანდაყოლილი დაავადებები. (მაგ. დიაბეტი, იუვენილური ართრიტი, აქონდროპლაზია). საყურადღებოა გადაუდებელი შემთხვევებიც: თუ ბავშვს აღენიშნება ფერადი მხედველობის დარღვევა, ცრემლდენა, თვალის სიწითლე, მოყვითალო ფერის გამონადენი, თვალის ქავილი, ქუთუთოების შეშუპება, ფოტოფობია (სინათლეზე მგრძნობელობის მომატება). ოფთალმოლოგთან პროფილაქტიკური ვიზიტი აუცილებელია 3 წლამდე, განსაკუთრებით იმ ბავშვებში, რომლებსაც ოჯახურ ანამნეზში აქვთ რეფრაქციული პრობლემა (მიოპია, ასტიგმატიზმი, ჰიპერმეტროპია).
ადრეულ დიაგნოსტიკას შეუძლია აგვარიდოს ისეთი გართულებები, როგორიცაა ამბლიოპია, ანუ ზარმაცი თვალის ჩამოყალიბება, თუ პრობლემა არ გამოვლინდება, პროფილაქტიკის მიზნით ვიზიტი უმჯობესია ჩატარდეს 5 წლის ასაკში (წინასასკოლო პერიოდში) და ასევე, სასკოლო პერიოდის მანძილზე, წელიწადში ერთხელ.
თუ ბავშვს უჭირს მერხიდან დაფაზე ნაწერის წაკითხვა, ახლო მანძილიდან უყურებს ტელევიზორს, აღნიშნავს მხედველობის გაბუნდოვნებას შორ მანძილზე და დიდ დროს ატარებს ელექტრონულ მოწყობილობებთან. ასევე, თავისა და თვალების ტკივილი, დაძაბულობის შეგრძნება ხანგრძლივი მეცადინეობის შემდეგ.
გაჯეტების გადაჭარბებული მოხმარება ხელს უწყობს მიოპიის პროგრესირებას, ასევე იწვევს მშრალი თვალის სიმპტომს. 2 წლამდე საერთოდ არ არის რეკომენდებული ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება, 2 დან 5 წლამდე შესაძლებელია დღეში 1 საათი, 5-დან 17 წლამდე დღეში 2 საათი უმჯობესია შესვენებებით.
პირველ რიგში, დიზაინი უნდა იყოს ბავშვისთვის მოსაწონი, ჩარჩო მაქსიმალურად მსუბუქი და ბავშვის სახის პარამეტრებზე მორგებული, ვინაიდან ზოგ ბავშვს აღენიშნება მეტალზე კონტაქტური დერმატიტი, რაც არც თუ ისე იშვიათია. უმჯობესია ტიტანის ან პლასტიკის ჩარჩო. რაც შეეხება მინას, სასურველია მაღალი ხარისხის ასფერული დიზაინის ორგანული მინის გამოყენება, რომელსაც ექნება მაქსიმალური დათხელება, რათა შევამციროთ სათვალის სიმძიმე და გახდეს ბავშვისთვის სატარებლად კომფორტული. ბავშვის მზაობიდან გამომდინარე, როდესაც უკვე მას დამოუკიდებლად შეუძლია ჰიგიენური ნორმების დაცვა. ასევე, შესაძლებელია კონტაქტური ლინზების გამოყენება, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია ბავშვებთან, რომლებიც დაკავებული არიან სპორტის სხვადასხვა სახეობებით.
“აფლელუ პარიზს” ოპტიკურ სალონში ჩვენ გვაქვს სრული ოფთალმოლოგიური დიაგნოსტირების საშუალება.
„აფლელუ პარიზის“ სალონში ვიზიტით მიიღებთ მომსახურების სრულ სპექტრს და ხარისხიან პროდუქტს, რათა ბავშვმა ახალი სასწავლო წლის თავდაჯერებულად დაწყება შეძლოს. ამასთან, მოქმედებს „აფლელუ პარიზის“ მუდმივი შეთავაზებაა - „ჩინ - ჩინი“, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ბრენდის სათვალის შეძენისას, მეორეს - აფლელუს კოლექციიდან, მხოლოდ 1 ლარად მიიღებთ.
AFFLELOU Paris - ფრანგული ოპტიკური სალონების ქსელი: საბურთალოს სითი მოლი; გალერია თბილისი; ა.პუშკინის ქ.11; ბათუმი გრანდ მოლი; GPC-ის აფთიაქები.
R