არ არსებობს მოსწავლე, რომლისთვისაც წინასასკოლო სამზადისი ნამდვილი დღესასწაული არ არის. მეორე მხრივ, არ არსებობს მშობელი, რომელსაც არ სურს შვილისთვის მაღალი ხარისხის სასკოლო ნივთები ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს. ამ მიმართულებით ქართულ ბაზარზე დიდი არჩევანია, თუმცა მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ესპანურ ბრენდ „მილანს“, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია და მრავალფეროვანი ასორტიმენტი გამოარჩევს. მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასი კი მისი მახასიათებელი ორი მთავარი უპირატესობაა.
ბრენდი „მილანი“ მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა ესპანეთში, ბარსელონაში. უამრავ ადამიანს ამ სახელის გაგებისას ქალაქი მილანი ახსენდება, თუმცა ესპანურ ბრენდს არაფერი აქვს საერთო იტალიურ ქალაქთან. დასახელება ესპანური გვარიდან „მილანიდან“ მოდის. ჯოზე მილანი თავდაპირველად საკანცელარიო ნივთების გამყიდველი იყო, შედეგ ერთ-ერთ მწარმოებელთან პარტნიორობით საკუთარი ბრენდის ქვეშ სხვადასხვა პროდუქციის შექმნა დაიწყო. „მილანის“ პროდუქციამ მალე მთელი ესპანეთი დაიპყრო. ეს გახლდა მილანების საგვარეულო ბიზნესი, თუმცა მოგვიანებით სამარკო ნიშანი და ბრენდი კომპანიებმა FACTIS S.A. და MARCÓ DACHS S.A. შეიძინეს და წარმოება წარმოუდგენლად მრავალფეროვანი გახადეს. ძალიან მალე ბრენდი ესპანეთის საზღვრებს გასცდა და ევროპის არაერთი ქვეყნის ბაზრის ლიდერი გახდა. დღეს „მილანის“ პროდუქცია 120-ზე მეტ ქვეყანაში ოფიციალურადაა წარმოდგენილი. მათ შორისაა საქართველოც, სადაც ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი გახლავთ „ბიბლუსი“. „ბიბლუსისა“ და „მილანის“ თანამშრომლობა წლების წინ დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება.
საქმიანობის დასაწყისში „მილანს“ სურდა ყოფილიყო ბრენდი, რომელიც მოსწავლეების სურვილებსა და მოთხოვნებს ხელმისაწვდომ ფასად აქცევდა რეალობად. მან ამ მიზნის მიღწევა ნამდვილად შეძლო. დღეს „მილანი“ გამორჩეულია:
როგორც უკვე აღვნიშნეთ, „მილანის“ პროდუქციის შეძენა „ბიბლუსის“ მაღაზიებშია შესაძლებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასორტიმენტი მართლაც მრავალფეროვანია როგორც ვიზუალის, ისე ფასების გათვალისწინებით. დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის საჭირო ნივთების სია კი ასე გამოიყურება:
„მილანის“ პროდუქციის შეძენა ასევე შესაძლებელია ონლაინ „ბიბლუსის“ ვებგვერდზე. შეძენილ ნივთებს სასურველ მისამართზე მიიღებთ.
R