უსაფრთხოა თუ არა კონდიციონერით გაგრილება მცირეწლოვანი ბავშვისთვის? - ეს კითხვა ზაფხულის სეზონზე ბევრ მშობელს აწუხებს, თუმცა ცალსახა პასუხის პოვნა უჭირს. სწორედ ამიტომ დეტალურად განვიხილოთ, რატომ არის საზოგადოებაში დამკვიდრებული მოსაზრება, რომ ახალშობილი ან მცირეწლოვანი ბავშვი აუცილებლად უნდა მოვარიდოთ კონდიციონერს და არის თუ არა ეს სიმართლე?
არსებობს შეხედულება, რომ ჩვილებს მოზრდილებზე მეტად სცივათ და თუ ზაფხულშიც კი თბილად არ ჩავაცმევთ, ადვილად გაცივდებიან. რეალურად, ჩვილის სხეულს არ შეუძლია თერმორეგულირება, მისი სხეულის ტემპერატურა მოზრდილი ადამიანისგან განსხვავებით უფრო სწრაფად იცვლება, რადგან ახალშობილები ნაკლებად გამოყოფენ ოფლს და შესაბამისად, უჭირთ გაგრილება. როდესაც ზაფხულში ბავშვს ისედაც უჭირს მაღალ ტემპერატურასთან შეგუება, ჩვენ კი თბილად ვაცმევთ და მისი კონდიციონერისგან მორიდებასაც ვცდილობთ, გადახურების რისკი იზრდება. გადახურება კი ნასიცხსა და მაღალ ტემპერატურას იწვევს. თუ პატარას ვამჩნევთ კანის სიმხურვალეს, სიწითლეს, გახშირებულ გულისცემას, ძილიანობას, სისუსტეს, შენელებულ რეაქციებსა და მაღალ ტემპერატურას, შესაძლოა, საქმე სწორედ აღნიშნულ შემთხვევასთან გვქონდეს და დაუყოვნებლივ უნდა მივიღოთ ზომები.
ზაფხულის სეზონზე რეკომენდებულია, ბავშვს ჩავაცვათ ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული ტანსაცმელი, რათა დავიცვათ სიმხურვალისგან. ასევე მნიშვნელოვანია, არ გადავტვირთოთ ის ქუდითა და სხვა აქსესუარებით. მნიშვნელოვანია, იგივე გავითვალისწინოთ ღამითაც და ბავშვს სრულყოფილი ძილისთვის მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ.
ბავშვი თავს კომფორტულად გრძნობს, როდესაც ოთახში ნორმალური ტემპერატურაა, დაახლოებით 25 გრადუსის ფარგლებში, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი სეზონია გარეთ. თუ კონდიციონერის გამოყენებას ღამითაც გადაწყვეტთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ღამით ბავშვის სხეულის ტემპერატურა ეცემა, ამიტომ თუ ოთახში გრილა, გაცივების საფრთხე იზრდება. რეკომენდებულია, ღამის საათებში 25-27 გრადუსი სითბო შევინარჩუნოთ. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ სასურველია, გარე და შიდა ტემპერატურას შორის განსხვავება 7 გრადუსს შეადგენდეს.
იმისათვის, რომ ოთახის გაგრილებამ ბავშვის ჯანმრთელობას სარგებელი მოუტანოს და არა პირიქით, სწორად უნდა შევარჩიოთ კონდიციონერი და ჰაერი რომ არ დაბინძურდეს, ხშირად გავწმინდოთ ფილტრი.
იქიდან გამომდინარე, რომ გაგრილების საკითხი ოჯახებისთვის კვლავ გამოწვევად რჩება, საერთაშორისო ტექნოლოგიურმა ბრენდმა „ჩიგომ“ შექმნა კონდიციონერები, რომლის ფილტრი ჩაის ხის ფოთლებისგან არის დამზადებული და ჰაერს მტვრის ნაწილაკებისგან ასუფთავებს.
ასევე „ჩიგოს“ კონდიციონერის შიდა აგრეგატის რადიატორი დაფარულია მოოქრული ფირფიტებით, რომელიც ოთახში ჰაერის ცირკულაციისას კლავს ვირუსულ მიკრონაწილაკებს. ამასთან, სასურველია, კონდიციონერს ჰქონდეს დაბალი, თითქმის შეუმჩნეველი ხმა, რათა ბავშვს დისკომფორტი არ შეექმნას. აღნიშნული მახასიათებელი ეკომეგობრულ ფილტრთან ერთად არის გათვალისწინებული „ჩიგოს“ ბრენდის გაგრილების სისტემებში.
დამატებით გირჩევთ, ოთახი პერიოდულად გაანიავოთ ხოლმე. ასევე არ დაგავიწყდეთ ბავშვის გასეირნება დილის ან საღამოს საათებში, როცა გაუსაძლისი სიცხე არ არის და გარეთ ყოფნა როგორც დედისთვის, ისე მისი პატარისთვის კომფორტულია.
R