რა უნდა შეეძლოს 4 წლის ბავშვს - იცოდეს თუ არა თვლა, უნდა ცნობდეს თუ არა ფერებს და რა დავალებებს უნდა ასრულებდეს სწორად - ნევროლოგის რჩვები - მშობლები

რა უნდა შეეძლოს 4 წლის ბავშვს - იცოდეს თუ არა თვლა, უნდა ცნობდეს თუ არა ფერებს და რა დავალებებს უნდა ასრულებდეს სწორად - ნევროლოგის რჩვები

2024-09-06 10:05:36+04:00

ბავშვთა ნევროლოგი, ირაკლი ტუღუში ბავშვის ასაკობრივი განვითარების შესახებ საუბრობს და ამჯერად 4 წლის ბავშვებზე აკეთებს აქცენტს. რა უნდა იცოდეს ბავშვმა 4 წლის ასკში?

„თუ ქვენი ბავშვი უკვე არის 4 წლის და თუ სთხოვთ, რომ ჩამოთვალოს საჭმელები, მან 3 სხვადასხვა საჭმელი მაინც უნდა დაასახელოს. როცა ცხოველების ჩამოთვლას სთხოვთ, 3 ცხოველი მაინც უნდა ჩამოთვალოს.

  • როცა ჰკითხავთ, რას სკეთებს, როდესაც შია, ან რას აკეთებს, როდესაც დაღლილია, ამ კითხვებზე სწორად უნდა გაგცეთ პასუხი.
  • სწორად უნდა ახასიათებდეს საგნის 2 თვისებას მაინც. მაგალითად, როგორია შენი ბურთი? ის იტყვის, რომ მრგვალია, ან წითელია, ან დიდია და. ა.შ.
  • უნდა შეეძლოს მარტივი, ერთდროულად მიცემული რამდენიმე დავალებების შესრულება. მაგალითად, როდესაც ეტყვით: „დაკეტე კარი, დადე ბოთლი სკამის ქვეშ და მომიტანე წიგნი“. ერთდროულად მიცემული ეს დავალებები მარტივად უნდა შეასრულოს.
  • უნდა შეეძლოს მარტივი ფიგურის გადახატვა, მაგალითად, წრის, ვერტიკალური ან ჰორიზონტალური ხაზის. გაფერადების შემთხვევაში ხაზებს შეიძლება მცირედით ცდებოდეს
  • მარტივად აწყობდეს 7-ნაწილიან პაზლს. მაგალითად, ჟურნალში მოცემული ნახატი რომ დავუჭრათ 6 ან 7 ნაწილად, აურიოთ ერთმანეთში და სთხოვეთ, ააწყოს, ამას თავი მარტივად უნდა გაართვას.
  • წინ 5 საგანი დაუდეთ და სთხოვეთ, დათვალოს. შეძლებს თანმიმდევრობით დათვლას?
  • ამ ასაკში აუცილებელი არ არის, თუმცა შესალებელია ფერების ცნობა იცოდეს. 4 ფერი მაინც უნდა იცოდეს.
  • მნიშვნელოვანია განასხვაოს, დიდი, საშუალო და პატარა ზომის ფიგურა.
  • იბანს ხელებს საპნით და წყლით და იმშრალებს.
  • დამოუკიდებლად იხეხავს კბილებს

ასევე უნდა გპასუხობდეთ ამ 4 კითხვაზე:

  1. რა გქვია
  2. რა გვარი ხარ
  3. რამდენი წლის ხარ
  4. რომელ ქალაქში ცხოვრობ.

ასევე გეტყვით თავისი 2 მეგობრის სახელს მაინც.

თუ ჩცამოთვლილთაგან რაიმეს ვერ აკეთებს, აუცილებლად ავარჯიშეთ ამაში. შეიძლება რაღაც უნარი არ აქვს ჯერ გამომუშავებული, ამიტომ ვარჯიში აუცილებელია და რამდენიმე დღეში აუცილებლად მიაღწევთ შედეგს“, - ამბობს ირაკლი ტუღუში.