ბავშვთა ნევროლოგი, ირაკლი ტუღუში ბავშვის ასაკობრივი განვითარების შესახებ საუბრობს და ამჯერად 4 წლის ბავშვებზე აკეთებს აქცენტს. რა უნდა იცოდეს ბავშვმა 4 წლის ასკში?
„თუ ქვენი ბავშვი უკვე არის 4 წლის და თუ სთხოვთ, რომ ჩამოთვალოს საჭმელები, მან 3 სხვადასხვა საჭმელი მაინც უნდა დაასახელოს. როცა ცხოველების ჩამოთვლას სთხოვთ, 3 ცხოველი მაინც უნდა ჩამოთვალოს.
- როცა ჰკითხავთ, რას სკეთებს, როდესაც შია, ან რას აკეთებს, როდესაც დაღლილია, ამ კითხვებზე სწორად უნდა გაგცეთ პასუხი.
- სწორად უნდა ახასიათებდეს საგნის 2 თვისებას მაინც. მაგალითად, როგორია შენი ბურთი? ის იტყვის, რომ მრგვალია, ან წითელია, ან დიდია და. ა.შ.
- უნდა შეეძლოს მარტივი, ერთდროულად მიცემული რამდენიმე დავალებების შესრულება. მაგალითად, როდესაც ეტყვით: „დაკეტე კარი, დადე ბოთლი სკამის ქვეშ და მომიტანე წიგნი“. ერთდროულად მიცემული ეს დავალებები მარტივად უნდა შეასრულოს.
- უნდა შეეძლოს მარტივი ფიგურის გადახატვა, მაგალითად, წრის, ვერტიკალური ან ჰორიზონტალური ხაზის. გაფერადების შემთხვევაში ხაზებს შეიძლება მცირედით ცდებოდეს
- მარტივად აწყობდეს 7-ნაწილიან პაზლს. მაგალითად, ჟურნალში მოცემული ნახატი რომ დავუჭრათ 6 ან 7 ნაწილად, აურიოთ ერთმანეთში და სთხოვეთ, ააწყოს, ამას თავი მარტივად უნდა გაართვას.
- წინ 5 საგანი დაუდეთ და სთხოვეთ, დათვალოს. შეძლებს თანმიმდევრობით დათვლას?
- ამ ასაკში აუცილებელი არ არის, თუმცა შესალებელია ფერების ცნობა იცოდეს. 4 ფერი მაინც უნდა იცოდეს.
- მნიშვნელოვანია განასხვაოს, დიდი, საშუალო და პატარა ზომის ფიგურა.
- იბანს ხელებს საპნით და წყლით და იმშრალებს.
- დამოუკიდებლად იხეხავს კბილებს
ასევე უნდა გპასუხობდეთ ამ 4 კითხვაზე:
- რა გქვია
- რა გვარი ხარ
- რამდენი წლის ხარ
- რომელ ქალაქში ცხოვრობ.
ასევე გეტყვით თავისი 2 მეგობრის სახელს მაინც.
თუ ჩცამოთვლილთაგან რაიმეს ვერ აკეთებს, აუცილებლად ავარჯიშეთ ამაში. შეიძლება რაღაც უნარი არ აქვს ჯერ გამომუშავებული, ამიტომ ვარჯიში აუცილებელია და რამდენიმე დღეში აუცილებლად მიაღწევთ შედეგს“, - ამბობს ირაკლი ტუღუში.