გიორგი და ინა ქალდანები - ქართველი პარასპორტსმენი ცოლ-ქმარია. ისინი წლევანდელ პარაოლიმპიადაზეც გამოდიან და მთელი საქართველო გულშემატკივრობს. მხედველობის პრობლემების გამო ცოლ-ქმარმა წლების წინ გადაინაცვლა პარასპორტში და არაერთი ტიტული მოიპოვა.
ინა პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონია (ტოკიოს პარალიმპიადაზე ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო) და პირველი ქართველი ქალია, რომელმაც ოლიმპიადებისა და პარალიმპიადების ისტორიაში საჭიდაო სახეობებში მედლის მოპოვება შეძლო. ახლა უკვე ინას 2024 წლის პარაოლიმპიადის ბრინჯაო აქვს, ხოლო გიორგის - ვერცხლი.
ინას ბავშვის გაჩენის შემდეგ სპორტიდან წასვლა მოუწია, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნდა, თავდაუზოგავად იშრომა და წარმატებული სპორტსმენი გახდა.
წყვილი პირველი არხის სიუჟეტში საუბრობს ოჯახზე, სპორტზე და პატარა დამიანეზე, რომელიც მათი მთავარი მოტივატორია.