ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ 8-წლიანი ძებნის შემდეგ, ბიოლოგიური მშობლები იპოვა. მუსერიძემ 31 წლის ასაკში გაიგო, იმის შესახებ, რომ ის “აყვანილი“ იყო. მას შემდეგ ბიოლოგური მშობლების ძიება არ შეუწყვეტია.
"საიდან ვიცი, რომ ჩემი მშობლები - ჩემი მშობლები არიან, თუ მათ არ იციან? - საიდან და გენეტიკური ტესტის წყალობით დადასტურდა, რომ ისინი ნამდვილად ჩემი მშობლები არიან. ეს ტესტი გაიკეთა ჩემმა ნათესავმა და შემდგომ ყველაფერი გაირკვა. ასე რომ, ცოტაც დარჩა. ვნახავ და შემდეგ დანარჩენ ინფორმაციასაც მოგაწვდით,“ - აცხადებდა ჟურნალისტი რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ მიმართვაში.
გუშინ თამუნამ მორიგი ემოციური ვიდეო გაავრცელა, სადაც მისი და ბიოლოგიური მამის შეხვედრაა ასახული. თამუნა მშობლის სანახავად მეუღლესთან ერთად ჩავიდა.ვიდეოში ბევრმა იცნო ცნობილი მეგრელი ქორეოგრაფი გურგენ ხორავა. სწორედ ის აღმოჩნდა თამუნას ბიოლოგიური მშობელი და გოგონას სახლშიც უმასპინძლა.
"ეს კაცი მოცეკვავე არაა, გურგენ ხორავა?" - იკითხა ვიდეოს კომენტარებში მუსერიძის ერთ-ერთი ნაცნობმა, რაზეც ჟურნალისტმა უპასუხა: "გამომყვა გენები?".
გურგენ ხორავა ცნობილი ქართველი მსახიობი, მოცეკვავე და ქორეოგრაფია. განაგრძეთ კითხვა