ჯანეტ ქერდიყოშვილი და მისი მეორე ქალიშვილი ლილი სულაბერიძე უკვე სახლში არიან ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად. ნოე და ჯანეტი ორი ქალიშვილის მშობლები გახდნენ. პატარა გოგონას ნოეს დედის სახელი დაარქვეს, რომელიც ბევრისთვის საყვარელი კომპოზიტორი იყო.
ჯანეტმა ჩაჩავას კლინიკაში იმშობიარა და ნოემ მადლობა გადაუხადა კლინიკის მთელ გუნდს, გამოჩენილი ყურადღებისთვის.
გოგონებმა ერთმანეთს უკვე გაუგეს. ანნა აღტაცებულია დაიკოთი, რომელსაც ჯერ კიდევ დაბადებამდე უმზადებდა პრინცესულ კაბებს.