ბათუმში მცხოვრები ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე ერთ-ერთი ყველაზე წარმტებულია თავის სფეროში, რადგან ინსტაგრამზე ქართველ ბლოგერებს შორის ყველაზე მეტი - 4,7 მილიონი გამომწერი ჰყავს. მარიამმა ე.წ. ლაქშერი ცხოვრების სტილით გაითქვა სახელი, ამ ბოლო დროს კი საკუთარი ბიზნესით უფრო აქტიურად არის დაკავებული. სამი შვილის დედამ ერთდროულად ორ ქვეყანაში - საქართველოში (ბათუმში) და დუბაიში გადაწყვიტა სალონების გახსნა. ბათუმში სალონი უკვე წარმატებით მუშაობს.
მარიამის მეუღლე კაპიტანია, თუმცა ასევე ჩართულია ოჯახურ ბიზნესში. მასთან ერთად გადაღებულ ყოველ ახალ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოსდევს და 100 ათასამდე მოწონება აქვს ხოლმე.
მარიამმა მესამე შვილის გაჩენის შემდეგ ორი ოპერაცია გაიკეთა - მუცლისა და მკერდის ფორმის აღდგენითი ოპერაციები, რომლებიც, მისი თქმით, დასჭირდა სამი საკეისროს შედეგების აღმოსაფხვრელად.
ამჯერად მარიამმა დაბადების დღის ემოციები და ფოტოები გაუზიარა გამომწერებს. მეუღლემ 500 ცალი წითელი ვარდი მიართვა, საღამოს კი ზღვაზე გასეირნება მოაწყო ცოლ-ქმარმა.